რამდენიმე საათის წინ დავასრულე დიალოგი ჩვენი შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროს ვახტანგ კაპანაძესთან..
ამ დრომდე მანამ, სანამ ამ თემას გავხსნიდი აქ ბევრი ვიფიქრე იმ დიალოგის შესახებ რაზეც ჩვენს გენერალთან მომიწია საუბარი..
ვფიქრობდი ჩემთვის..
მაგრამ რაღაც მომენტში ისიც ვიფიქრე ანალიზის სახით ამ საუბრის თაობაზე ჩემი მეგობრებიც, თანამოაზრეებიც და უბრალოდ თქვენ თანაფორუმელებიც თუ დავფიქრდებოდით..
ამიტომაც გადავწყვიტე თემის გახსნა და საზოგადოდ ჩვენი ვფიქრობ საკმაოდ საინტერესო დიალოგის ''გამოტანა''..
ჩემი შეკითხვა ჩვენს გენერალთან ასეთი გახლდათ..
იყო თუ არა შესაძლებელი შეგვენარჩუნებინა კოდორი 2008 წელს, და მაინც რეალურად რა მოხდა იქ მაშინ..
აქვე მადლობას გადავუხდი ბ-ონ გენერალს იმ გულწრფელი და უაღრესად საინტერესო საუბრისთვის, რომელიც ჩვენს შორის შესდგა. მართლა შესანიშნავი პიროვნებაა ეს ადამიანი..
მოკლედ მისი პასუხი ერთ-მნიშვნელოვნად გახლდათ ''დიახ''..
კოდორის არა თუ შენარჩუნება, ვალდებულებაც კი იყო, რომ ჩვენ ეს გაგვეკეთებინა.. ორი სიტყვით მისი პასუხი ასეთი იყო.. მაგრამ იყო იქ ბევრი საინტერესო დეტალი, რომლებსაც შეძლებისდაგვარად გიამბობთ და ვიფიქროთ ამ ყველაფერზე ერთად.
ჩვენი გენერალი ფიქრობს, რომ კოდორის გეოგრაფიული ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, იქ არსებული რელიეფის არსებობით, სრულიად შესაძლებელი იყო, რომ ჩვენ თავდაცვითი ოპერაცია წამოგვეწყო და სწორად განლაგების შემთხვევაში მოწინააღმდეგისათვის ყველა შესაძლებლობის ბლოკირება რათა კოდორი დაცემულიყო..
მან აღნიშნა რომ ჩვენ მოვყევით ფაქტიურად ალყაში.. სვანეთიდან მისასვლელი ზურგი კოდორამდე აღარ გვქონდა და ეს იყო უკვე უდიდესი შეცდომა. მაგრამ მიუხედავად ამის, ჩვენი რესურსის გათვალისწინებით, ალყაში მყოფებსაც კი მინიმუმ რამდენიმე კვირა აქტიურად ომის რეალური შესაძლებლობა გვქონდა. გენერალი დღემდე გაოგნებულია იმ ფაქტით, რომ დღესაც კი დაუდგენელია საბოლოო ბრძანება უკან დახევის და კოდორის ჩაბარების ვინ გასცა, პასუხგაუცემელია ახლაც. დაახლოებით ხუთი პიროვნება იკვეთება ვინც ეს ბრძანება გასცაო.. წარმოიდგინეთ.. მათ-შორის ერთ-ერთი მერაბიშვილიო.. მაგრამ ასეც რომ იყოს მან შსს-ს ძალებს უბრძანა ეს, მაგრამ ჩვენი, თავდაცვის ნაწილებიო?! მათ ვინ უბრძანა ასეთი კაპიტულანტური ბრძანება სულ ცოტა! უარეს შემთხვევაში კი მოღალატეობრივი!
განვიხილეთ რა რესურსი გვქონდა რუსების შესაჩერებლად და მივედით დასკვნამდე, რომ ეს რესურსი რეალურად გაგვაჩნდა! თანაც, არ იყო აუცილებელი ფრონტის ხაზის მაინც და მაინც დაფიქსირება და საკმაოდ გრძელ ხეობაში რომელიც მრავალ კილომეტრს აღწევს შეიძლებოდა სხვა და სხვა მონაკვეთზე გადაადგილების განხორციელება და მოწინააღმდეგისათვის დიდი ზიანის მიყენება.
განვიხილეთ ''ცის'' ფაქტორიც..
და მივედით დასკვნამდე, რომ იქაც თავისუფლად ჩვენი პოზიციების დაბომბვის შესაძლებლობა რუსებს არ ექნებოდათ, რადგან ჩვენს არსენალში შედიოდა საჰაერო თავდაცვის სისტემებიც..
პლუს ამას მთების სიმაღლეებიდან კარგად შეგვეძლო მიზანმიმართული დარტყმები მათი მფრინავი საშუალებებისათვის, განსაკუთრებით ბომბდამშენი ვერტმფრენებისათვის, რომლებსაც საშუალებას დაბალ სიმაღლეზე მიახლოებოდნენ ჩვენს ნაწილებს რომლებიც შედარებით ხეობის დაბალ სიმაღლეებზე იქნებოდნენ განლაგებული, ამ სიმაღლეებიდან არ მივცემდით..
ერთი სიტყვით ორივე ძალიან გულდაწყვეტილები აღმოვჩნდით, იმ ანალიზის შემდეგ, რამაც მოგვცა იმ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობა, რომ კოდორს ჩვენ თავდაცვითი ოპერაციის სწორად წარმართვის შემთხვევაში აუცილებლად შევინარჩუნებდით!
ბევრი ვისაუბრეთ ცხინვალის მიმართ დაწყებულ ჩვენს შეტევაზეც და გენერალ კაპანაძეს პოზიცია ამ შემთხვევაშიც აშკარად განსხვავებულია, იმისაგან, რაც რეალურად მოხდა ომის დროს..
მან გამახსენა ცხინვალის გეოგრაფიული განლაგება ასე ვთქვათ, თუ როგორ არის ის ერთგვარად ''გაწელილი''..
აღნიშნა, რომ ჩვენი შეტევა დაიწყო სწორედ სიღრმეში ოსების პოზიციების ჩასახშობად, რაც შეცდომად იქნა მისი მხრიდან შეფასებული, რადგან, ბევრად ხელსაყრელი იქნებოდა თუკი ჩვენ ერთგვარი ფლანგების გამოყენებას მოვახდენდით და გვერდებიდან შევუტევდით მათ პოზიციებს..
ქალაქის დასაწყისიდან ბოლოსკენ წასული იერიშის დროს კი ჩვენ ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედაც დრო დავკარგეთო, რადგან გვიწევდა ფაქტიურად მთელი ქალაქის აღება სიღრმეში განხორციელებული შეტევების ხარჯზე.. არადა გვერდებიდან დარტყმები და ასე ქალაქში შესვლა და მისი დაკავება ბევრად ხელსაყრელი აღმოჩნდებოდაო..
საერთოდ კი გენერლის აზრით, მისი შეფასებით შეცდომა იყო ზოგადად ცხინვალზე დაწყებული შტურმიც, რადგან ამან დაგვაკარგინა უმნიშვნელოვანესი რამ - ''დრო''
ამ დროს კი ჯერ ერთი, ოსებმა მოასწრეს გადაჯგუფება ჯავასთან, და მეორე და რაც ყველაზე მთავარია რუსებმა შემოგვასწრეს როკში!
ჩვენი გენერლის აზრით, ბევრად სწორი იქნებოდა, თუკი საერთოდ გავეშვებოდით დროებით ცხინვალს, არ ფავკარგავდით დროს და პირდაპირ ორი მიმართულებით, უსწრაფეს შეტევას განვახორციელებდით -ჯავისა და როკის მიმართულებით!!! ცხინვალს კი ალყაში მოვაქცევდით და ბოლოს ''მივხედავდით'' ასე ვთქვათ! სამაგიეროდ დროის მცირე მონაკვეთში შანსი გვიჩნდებოდა აგვეღო ჯავა და როკის გვირაბი, რაც ბევრად დიდი წარმატება აღმოჩნდებოდა ვიდრე ფაქტიურად აღებული ცხინვალი, რაზეც გამახვილდა კიდეც 2008 ში სინამდვილეში მთავარი აქცენტი.
ნუ გასაგებია ისიც, რომ მილიონი სხვა ადგილი არსებობს როკის გარდა საიდანაც რუსები შემოსვლას შეძლებდნენ, მაგრამ ეს უკვე სულ სხვა რეალობა აღმოჩნდებოდა და სულ სხვანაირად დაინახავდა მთელი მსოფლიო ჩვენს ოკუპაციასაც..
ახალგორის ასე უბრძოლველად ჩაბარებაზე ხომ საერთოდ გამწარებულია დღესაც კი კაპანაძე და დღეს მე მომიხდა რაღაც მომენტში მისი დამშვიდება..
''ცხვირიდან კარგად ვადენინებდით სისხლს ჩვენს მტერს'' აი სიტყვები, რომელიც მან რაღაცნაირი ვაჟკაცობით და ამავდროულად გულდაწყვეტით მითხრა დღეს და ძნელია არ დაეთანხმო მას

კაპანაძის აზრით, ბევრად დიდი ზიანის მიყენება შეგვეძლო მტრისათვის და ასე სამარცხვინოდ არ უნდა გამოვქცეულიყავით პოზიციებიდან!
ეს თითონ ბიჭებს, ჯარისკაცებს ნაკლებად ეხებათ, მათ კი, ვინც თავისი ვითომ ''დიდგულობით'' სარდლობდა ჩვენს ჯარს კი ეს სიტყვები ეხება ნამდვილად!
აი ის, დაახლოებით, რაზეც ვისაუბრეთ დღეს მე და ჩვენმა (ჩემი აზრით ნამდვილად საამაყო) გენერალმა..
ჩვენი შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარმა სარდალმა..
ზოგადად კი ვიტყვი, რომ დღეს, ნამდვილად მეამაყება, რომ ჩვენს ჯარს ასეთი მაღალი რანგის და კალიბრის ნამდვილი პროფესიონალი უძღვება..
როგორც პიროვნება კი, ასევე ძალიან დადებითად მეჩვენება მე ის და უდიდეს პატივსაც ვცემ..
რავიცი, ბოდიში თუკი გადაგღალეთ ამდენი კითხვით..
ისე კი ვიფიქროთ ყველამ ერთად ჩვენს წარსულზე, ომზე და შეცდომებზე..
მემგონი ცუდი არაფერი ჩამიდენია თუკი ეს საუბარი საჯარო გავხადე და საზოგადოებას წარმოდგენა შევუქმენი რას და როგორ ფიქრობს ჩვენი გენერალი..
მადლობა ყველას ვინც გაეცნო ამ თემას