სამინისტროს გადაწყვეტილებით საჯარო სკოლებში სწავლა ყოველ წელს 15 სექტემბერს დაიწყება2016-2017 სასწავლო წელს საჯარო სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება.
როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, სამინისტრო გამოვიდა ინიციატივით, სწავლა ყოველთვის დაიწყოს ფიქსირებული თარიღით – 15 სექტემბერს და არა, როგორც აქამდე იყო – 10 სექტემბრის შემდეგ პირველ ორშაბათს.
სწავლა დაიწყება ფიქსირებული თარიღით, 15 სექტემბრით, რათა მშობლებმა შეძლონ და დაგეგმონ დასვენება და არდადეგები. აღნიშნულ ცვლილებაზე მინისტრის ბრძანება უკვე გამოიცა.
წყარო:
http://edu.aris.ge/news/saministros-gadawy...s-daiwyeba.htmlhttps://emis.ge/newss/1569/http://www.mes.gov.ge/content.php?id=6309&lang=geo