
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 1995 წლიდან ფუნქციონირებს. 2005 და 2007 წლებში უნივერსიტეტმა წარმატებით გაიარა ინსტიტუციური აკრედიტაცია.
განათლების სისტემის რეფორმა სათანადოდ აისახა უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით სფეროებში. უნივერსიტეტი მიზანმიმართულად წარმართავს თავის საქმიანობას. სტუდენტთა სწავლა-აღზრდისა და მათი პროფესიული დაოსტატების საქმეს სათანადო გამოცდილების მქონე პროფესორ-მასწავლებლები ემსახურებიან. მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადების მიზნით უნივერსიტეტში სისტემატურად იხვეწება სწავლების თანამედროვე მეთოდები; ინერგება სიახლეები: შემუშავდა ახალი საგანმანათლებლო პროგრამები და სასწავლო კურსები. დღეისათვის სწავლა მიმდინარეობს საბაკალავრო, სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსისა და დიპლომირებული სტომატოლოგის პროგრამებზე. უნივერსიტეტში იქმნება ინტერდისციპლინური პროგრამები, სასწავლო და კვლევითი ლაბორატორიები. აღნიშნული კი კავკასიის სართაშორისო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების აღიარებისა და ევროსივრცეში მისი სრულად ჩართვის საფუძველია. უნივერსიტეტში არსებული თანამედროვე ტექნოლოგიური მოწყობილობები ვიდეო-კონფერენციების ჩატარების, დისტანციური სწავლების დანერგვის, მსოფლიოს სხვადასხვა სასწავლო და სამეცნიერო ცენტრებთან პირდაპირი დაკავშირების საშუალებას იძლევა.
უნივერსიტეტი სწავლების ხარისხის ასამაღლებლად სათანადო ყურადღებას უთმობს სტუდენტთა მოსაზრებებს, რაც მიიღწევა მათი აქტიური ჩართვით აკადემიური პროცესების შეფასებაში. სტუდენტთა პროფესიულ დაოსტატებას ხელს უწყობს მსოფლიოს თანამედროვე ლიტერატურითა და ელექტრონული ტექნოლოგიებით აღჭურვილი საბიბლიოთეკო ფონდი. უნივერსიტეტს მჭიდრო კონტაქტები აქვს საქართველოში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სახელმწიფო დაწესებულებებსა და კერძო კომპანიებთან. „მოწვეული სტუმრის” პროგრამის ფარგლებში, სტუდენტებს საშუალება აქვთ კონტაქტები დაამყარონ პოლიტიკის, ბიზნესის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მათ დასაქმებას. სტუდენტებს მინიჭებული აქვთ სრული თავისუფლება სწავლისა და კვლევის სფეროების არჩევანში. მათ შექმნილი აქვთ თვითმმართველობის ორგანო. აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების აქტიური მონაწილეობით უნივერსიტეტი განსაზღვრავს სწავლებისა და კვლევის პრიორიტეტებს.
უნივერსიტეტში გამოიცემა რეფერირებადი სამეცნიერო ჟურნალი “კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მაცნე.”ასევე გამოიცემა საუნივერსიტეტო სტუდენტური გაზეთი ‘’ სტუდენტური ზონა’’ და საუნივერსიტეტოს ტუდენტური ჟურნალი "ბინული".
უნივერსიტეტი თანამშრომლობს „ოდლარ იურდუს“ (აზერბაიჯანი), ბრნოს ტექნიკურ, კავკასიის უნივერსიტეტსა (აზერბაიჯანი) და სულეიმან დემირელის (თურქეთი) უნივერსიტეტებთან, რომუალდო დელ ბიანკოს ფონდთან (იტალია), რაც იძლევა სწავლებისა და მეცნიერული კვლევების გამოცდილების გაზიარების, სტუდენტთა და პროფესორთა შორის მჭიდრო კონტაქტების დამყარების საშუალებას, სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის შესაძლებლობას - კულტურათაშორის დიალოგისა და ინტეგრაციის საფუძვლებს.
ვებ-გვერდი : http://www.ciu.edu.ge/საკონტაქტო ინფორმაცია261 12 98; 294 59 92;
(+995 32) 261 10 06
ciu@ciu.edu.ge
This post has been edited by არგო on 2 Sep 2016, 23:01