http://ick.ge/rubrics/society/30432-i.htmlძველი საკადასტრო აზომვითი ნახაზების წარდგენის ვადა 1 ოქტომბრამდე გახანგრძლივდა2016 წლის 1 სექტემბრიდან ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომელიც მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოს შესრულებისა და დოკუმენტირების წესს არეგულირებს. დადგენილებით გათვალისწინებულია მიწის ნაკვეთებზე უფლებების რეგისტრაციისათვის აუცილებელი საამზომველო ნახაზის ახალი ფორმით შედგენა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ დადგენილებაში შეტანილ იქნა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, 2016 წლის 1 სექტემბრამდე შედგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზების საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენა კიდევ ერთი თვის განმავლობაში - მიმდინარე წლის 1 ოქტომბრამდე იქნება შესაძლებელი.
შეგიძლიათ გამარკვიოთ რას ნიშნავს - "დადგენილებით გათვალისწინებულია მიწის ნაკვეთებზე უფლებების რეგისტრაციისათვის აუცილებელი საამზომველო ნახაზის ახალი ფორმით შედგენა." - რომ არ წარვადგინო, რა მოხდება?
უნდა წავიდე რეესტრში, ავიღო რაღაც საბუთები... მერე რაიონში უნდა ჩავიდე, წავიყვანი ამზომველი სოფელში. ავაზომინო ნაკვეთი, გადავიხადო თანხა, წავიყვანო უკან... იმედია მაშინმე მომცემს საბუთებს და წამოვიღო რეესტრში.
დაახლოებით 2 სამუშაო დღის ამბავია + ხარჯი.
ჰოდა, მიღირს?
ან, ეს ახალი დადგენილება რას ნიშნავს?