#49047568 · 15 Oct 2016, 20:53 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
maiklee
QUOTE | ანუ ვისზეა საუბარი? |
ქრისტეზე.
იუდეველთა შორის არსებობდნენ სხვადასვხა სექტები.ამ სხვადასხვა სექტებს მესიის შესახებ,განსხვავებული მოლოდინი ჰქონდათ,ზოგი ერთ მესიას ელოდა,ზოგი სამს. სამ მესიას ელოდებოდნენ ამ თვალსაზრისით: ერთი იქნებოდა დავითის შთამომავალი,როგორც მეფე.მეორე როგორც წინასწარმეტყველი და მესამე როგორც მღვდელმთავარი მელქისედეკის წესით. ეს სამი მესია ქრისტეში გაერთიანდა. - ებრაელთა მიმართ ეპისტოლეს მიხედვით,ქრისტე არის მღვდელმთავარი მელქისედეკის წესით.პავლეს ეპისტოლეების და სახარებების მიხედვით,ქრისტე არის მეფე,რომელიც დავითის შთამომავალია.ხოლო სახარებებში,ქრისტე მოხსენიებულია როგორც წინასწარმეტყველი. ასევე ერთდროულად ქრისტე არის,უმანკო კრავი და ლომი იუდას ტომიდან.
ამიტომ ქრისტე ადამიანებს შორიდ დამკვიდრდა როგორც: წინასწარმეტყველი,როგორც მღვდელმთავარი მელქისედეკის წესით და როგორც მეფე,დავითის შთამომავალი.
|