თბილისის სამოქალაქო სასამართლო
მოპასუხესთვის სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლი
***
მოკლედ ამ დღეებში მივიღე გზავნილი / მოპასუხესთვის სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლი
მიჩივის მიკროსაფინანსო როგორც ჩანს.
მომივიდა დასტა დაახლოებით 50 ფურცელი ვზივარ ვუყურებ და არ ვიცი რა ვქნა.
შესავსებია რამე ? იდეაში რაღაც პასუხი უნდა შევადგინო (ნაბეჭდი სახით) არ მქონია აქამდე შეხება მსგავს თემასთან და იქნებ დამეხმაროთ ?
შესაგებლის შევსების წესებს გაეცანით შევსების ინსტრუქციაში-ო და სადაა ეს ინსტრუქცია?
მოკლედ ვზივარ ვკითხულობ და არ ვიცი რა ვქნა

10 დღე მომცეს უნდა ვუპასუხო, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ სასარგებლოდ დასრულდება დავა

700 ლარის მაგივრად გადამახდევინებენ 2400-ს ლარს