"პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის შემდეგ ავლაბრის კანდიდატი მხარდამჭერებს მიმართავს.
"კონსულტაციების შემდეგ შევუერთდი პაატა ბურჭულაძის გუნდს, როგორც წამყვან ახალ პოლიტიკურ ძალას, რომლის მიზანიც ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ქვეყნის ეფექტური მენეჯმენტია. შევუერთდი ყველაზე ჯანსაღ ძალას, ამ გუნდში დავინახე პროფესიონალიზმი, ცოდნა და რწმენა სახელმწიფოს ტრანსფორმირებისთვის, რის საფუძველზეც უკვე რეალური გახდა სახელმწიფო გახდეს ხალხის.
ჩემი პოლიტიკური საქმიანობის დაწყების მთავარი საფუძველი რეალობის შეცვლა და განახლება იყო, დღესაც იგივე მონდომებით, იგივე ძალისხმევით თქვენთან ერთად ვიბრძოლებ არსებული არასახარბიელო მდგომარეობის ცვლილებისთვის და ვეცდები მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანო უმძიმესი ფისკალური და ეკონომიკური საფრთხეების თავიდან ასაცილებლად.
მჯერა, დადგა დრო, სახელმწიფოს მმართველობა აიღოს პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც პროფესიონალიზმის ხარჯზე, საქართველოს თითოეულ მოქალაქესთან ერთად უზრუნველყოფს ქვეყნის ეფექტურ მართვას. ჩემო მეგობრებო, მხარდამჭერებო, გულშემატკივრებო, კრიტიკოსებო, ხმამაღლა ვაცხადებ, რომ ეს ძალა პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური ორგანიზაციაა!
მჯერა, 8 ოქტომბერს თითოეული მოქალაქე გააკეთებს არჩევანს ტოტალურ უმუშევრობას, ეკონომიკურ სიდუხჭირეს, არაპროფესიონალიზმსა და სიმართლეს შორის. სიმართლე, რომელიც ერთადერთი სწორი გზაა საქართველოს განვითარებისთვის და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობისთვის, ამ გზას დღეს თავად ვქმნით ბატონ პაატასთან ერთად.
ჩვენ ერთად ვიბრძოლებთ დიდუბის 15 ოლქში გამარჯვებისთვის." - აცხადებს კარინა გრიგორიანი.
მიმაგრებული სურათი