დღეს ჩემი ყოფილი შეყვარებული შემხვდა და თან გამახსენდა რაზე დავშორდით

მოკლედ, ერთ დღეს მაღაზიაში ჩავიდა შორტებით , სადღაც ივლისის დასაწყისი იყო . იყიდა რაღაც-რაღაცეები და ჩასარიცხ აპარატთან გაჩერდა ცოტახნით , ფული უნდა ჩაერიცხა დედამისისთვის.
ამ დროს გამოჩნდა 3 ბიჭი, დაახლოებით 17-18 წლისები იქნებოდნენ. მე და ჩემი შეყვარებული ერთი უბნიდან ვართ ისე.
ხოდა მისულან ეს ბიჭები და უთქვამთ , გოგონა ბრიტვა ხო არ გინდა გაჩუქოთო?
საქმე იმაშია რომ ეს ჩემი გოგო თითქმის არასდროს არ იპარსავდა ფეხებს, ზამთარში სულ ჯინსით დადიოდა და ზაფხულში რო გავიდა შორტებით ეს შესამჩნევი გახდა.
ყოველთვის ამბობდა რომ მისი სხეულია და როგორც უნდა ისე მოიქცევა.
ნუ ამას კი ამბობდა მაგრამ პირველივე შენიშვნაზე ძალიან ეწყინა, ტირილი დაიწყო და დამირეკა. ავედი მაგასთან დასამშვიდებლად და მომიყვა ეს ამბავი, უბნელი ბიჭები რადგანაც არიან ჩადი და ბოდიში მოახდევინეო. ნუ რავი, დავფიქრდი და ახლა რო ჩავსულიყავი რა უნდა მეთქვა? ჩემს ბეწვიან შეყვარებულს რატო უთხარით ეგ მეთქი? მოკლედ ვიფიქრე და უარი ვუთხარი ამაზე.
თითქოსდა გაატარა მაგრამ მეორე დღეს ფბ-დან წამშალა და დამშორდა, შენ ჩემი დაცვა არ მოინდომეო
ძალიან კარგი ადამიანი იყო და ვნანობ ასე რომ მოხდა,
თქვენ როგორ მოიქცეოდით მსგავს სიტუაციაში? ჩახვიდოდით და ბოდიშს მოახდევინებდით თქვენი გოგოს დასაცავად თუ არა?
ეს ერთ-ერთი ბოლო ფოტოა რომელიც გამომიგზავნა