ძალიან საინტერესო შეკითხვააა რატომ დაეცა დონე
იმიტომ რომ ესეთი რეგრესი არცერთ ქვეყანას არ განუცდია ანალოგი არ არსებობს უბრალოდ
60 წლის წინ მსოფლიოს საუკეთესო გუნდი
დღეს გუნდობას ვინ ჩივის წესიერი უნგრელი ფეხბურთელი არ გაახსენდება კაცს
Dima Fan აგერ კარგათ დაწერა ეხლა რა ხდება
გასაგებია რომ ფინანსური პრობლემებია მაგრამ ეგ ფინანსური პრობლემები არის უკვე მოერადი გვერდითი მოვლენა
ჯერ დაეცა ფეხბურთის დონა და მერე რომ მიხვდნენ არ უქნია ესენი ღმერთსო აღარც იწუხებს არავინ ფულის ჩადებით თავს
მკვდარს მაინც ვერ გააცოცხლებ და ფული რაღაზე დავკარგო ბაზარია
იყო დრო როდესაც ფეხბურთის თამაშს სწავლობდნენ ქუჩაში
და ბავშვებს სხვა გასართობი არ ქონდათ გარდა ბურთის დევნისა
აი იმ დროინდელია ის თაობა რაც ყავდათ უნგრელებს 50-იანებში და ინერციით 60-იანებშიც
მაგრამ გარდა უბრალო ბურთის დევნისა მოხდა ისე რომ ფეხბურთით დიანტერესდნენ ნოვატორები
ხალხი რომელიც ხედავდა ამ თამაშს უფრო სხვანიარად ვიდრე არის პრინციპი ბეგი ი ბეი
ეს არ იყო ერთი კაცი ან ერთი მწვრთნელი
იმ საერთო დიდი ინტერესის ფონზე რაც იყო უნგრეთში ფეხბურთისადმი დაინტერესდნენ ისეთი ხალხი
მწვრთნელები კი არა ვთქვათ გადაეწყვიტათ რომ მოდი გავხდეთ რეჟისორები ან ბანკის მმართველები იქაც კი დიდ ამბებს მოახდენდნენ
ფეხბურთს კარგათ თამაშობ, მერე აღარ გაქვს სირბილის ტრაკი და მოდი მწვრთნელი გავხდები ხელფასი მექნება
ეგეთი ტიპები არ იყვნენ
შეიძლება ფეხბურთელები იყვნენ ყოფილი მაგრამ ინტელექტუიალები
და მათ მოიფიქრეს 4-2-4 რაც ხალხს გონია რობ ბრაზილიური ნოვაციაა
არა ბრაზილიური უბრალოდ ბელა გუტმანმა დანერგა ბრაზილიაში ამ სახით და აიტაცეს იქ სწრაფად
ამ ორმა ფაქტორმა
24 საათი ქუჩაში ბურთის მდევნელი ბავშვები+ინტელექტუალური და ნოვატორული მიდგომა
მოგვცა ის რაც მოგცა
დროთა განმავლობაში
1. ფეხბურთი სხვა ინტერესებმა ჩაანაცლა. ქუჩაში ბურთს აღარავინ დასდევს და სპორტულ სკოლებში კვირაში სამჯერ ვარჯიშით კმაყოფილოდებიან.
2. საბჭოთა კავშირმა განდევნა ის ტიპები ნელ-ნელა ვინც აზროვნებდა და ჩაანაცვლეს ფიზკულტურის მასწავლებლებით. მერე ამ ფიზკულტურის მასწავლებლებმა თავის მოწაფეები მოიყვანეს და ა.შ.
3. ეშინოდა რა საბჭოთა კავშირს უნგრული ფეხბურთის ირიბად ხელს უშლიდა მის განვითარებას. აქ შეეძლოთ. აბა ეხლა გერმანელებს ფეხებს მოსჭამდნენ

4. ეს ყველაზე მთავარია. როგორც აღმოჩნდა სამხრეთ ამერიკისგან განსხვავებით ხალხი არ იყო ისე გატაცებული ფეხბურთით არ ქონდათ სისხლში გამჯდარი.
ამ მოეთხეს უფრო ვრცლად დავწერ.
ბრაზილიაში 4 წლის წინ დიდი ეკონომიკური ზრდა იყო.
უპრეცენდენტო მგონი ბოლო 20 წლის განმავლობაში მთელ მსოფლიოში.
დასაქმდა 30 მილიონი ადამიანი.
და იცით ამ ხალხმა რა ქნა როგორც კი პირველი ხელფასი აიღეს.
ყველა გაიქცა და ტელევიზორი იყიდა.
ცდილობდნენ ყოფილიყო რაც შეიძლება დიდ ეკრანიანი ფეხბურთი რომ კარგათ გამოჩენილიყო.
აი უნგრელებს ესე არ ყვარებიათ ფეხბურთი.
ისენი დღეს გაცილებით უკეთ ცხოვრობონ ვიდრე 60 წლის.
60 წლის წინ ერთადერთი გასართობი ფეხბურთი იყო დ ხალხი დადიოდა სტადონებზე.
ეხლა ბევრი რამით გაერთობა შუა ევროპაში მცხოვრები კაცი.
სტადიონზე წასვლაა არა საჭირო დაჯექი სახლში უყურე ლიგის თამაშებს.
რა თქმა უნდა უყურებენ ვიღაცეები მაგრამ არა ესე მასიურად როგორც სამხრეთ ამერიკაში.
ამიტომაცაა რომ გაცილებითპატარა ურუგვაიმ შეინარჩუნა თავისი პოზიციები ფეხბურთში და უნგრეთმა ვერა.