ბელგიამ ჩაგვსვა თითქმის უსაფრთხო ქვეყნების სიაშიო

საგარეო უწყება - ბელგიის შსს-მ საქართველოს უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნის სტატუსი მიანიჭა
14:35 05-09-2016
როგორც ”ინტერპრესნიუსს” სამინისტროდან აცნობეს, აღსანიშნავია, რომ ბელგიამ უსაფრთხო სტატუსის მატარებელი ქვეყნების სიაში საქართველო წელს პირველად შეიყვანა.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, ბელგია უსაფრთხო წარმოშობის სტატუსს ქვეყანას იქ არსებული სამართლებრივი მდგომარეობის, კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვის, ზოგადი პოლიტიკური გარემოსა და სხვა სახის კრიტერიუმების გათვალისწინებით ანიჭებს.
”უსაფრთხო წარმოშობის სიის გადახედვა ყოველწლიურად ხდება, საქართველოში ზემოთ ჩამოთვლილი მიმართულებებით განხორციელებული ეფექტური რეფორმების შედეგად წელს ამ სიას მხოლოდ საქართველო დაემატა.
ბელგიის სამეფო უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნების სტატუსის მქონე ქვეყნების სიას 2012 წლიდან ადგენს და ამ სიით ხელმძღვანელობს თავშესაფრის მაძიებელთათვის სტატუსის მინიჭებისას”, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, შესაბამისი აქტი ბელგიის საკანონმდებლო ოფიციალურ ჟურნალში 29 აგვისტოს გამოქვეყნდა.
IPN
პ და ს
ისე ბელგიაში მოსაპარი დაილია?
This post has been edited by Lаki on 5 Sep 2016, 16:20
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3