
პარანორმალური - ნეტფლიქსის კიდევ ერთი არაბულ-ენოვანი პროექტი ამჯერად ეგვიპტიდან. სერიალი უკვე გამოსულია, საუდის არაბეთში #1 ადგილი, მეორე სეზონის იმედი არის მაგრამ 2022 წელს, უფრო ადრე ნაკლებად სავარაუდოა.
1960-იანი წლები, მოვლენები გაჯერებული უცნაურობებით და გაურკვევლობებით, ეს ყველაფერი ასახავს პარანორმალურ თავგადასვლებს რომელიც მთავარი პერსონაჟის, მარტოხელა ჰემატოლოგისტის, დოქ. რაფაატ ისმაილის თავს ხდება.
სერიალი დაფუძნებულია ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ეგვიპტელი მწერლის აჰმედ ხალედ ტაუფიკის თრილერი რომანის სერიებზე Ma Waraa Al Tabiaa ("რაც ბუნების მიღმაა").
ჟანრი: დრამა, ფანტასტიკა და საშინელებათა.
IMDB: 8.8