#48737153 · 5 Sep 2016, 22:15 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობა, თუ შეიძლება ეს თემა უსათაუროში გადაიტანოთ, მადლობა წინასწარ.
ეხლა პრობლემას რაც შეეხება: ვცხოვრობ პლეხანოვზე ჩემთვის ერთერთ იტალიურ მყუდრო ეზოში. მეზობლები ნადმვილი უსაქმური ხალხია ვცდილობ საერთო არ მქონდეს მაგათთან. მე პირადად შვილი გარდამეცვალა ხანძრის დროს, რა დროსაც ხელებზე დამწვრობა მივიღე და ამიტომ სულ ხელთათმანებს ვატარებ. ვმუშაობ მეტროს სადგურზე დამსუფთავებლად ღამის მორიგედ. როდესაც მორჩება სმენა 12ზე ღამე ღამის 4მდე მიწევს ხოლმე ყოფნა. ფაქტიურად დღის ცხოვრებას ვერ ვეწევი.
აქედან გამომდინარე დღისით სულ მძინავს და ვერც მაქვს კონტაქტი სხვებთან. ძილის დროს კი ამ ბანში იმდენი ქურდობა ხდება და იმდენი უჯიშო კატაა ჯობია ფანჯრებუ მუდამ დახურული გქონდეს რის გამოც სულ ფარდები მაქვს ჩამოფარებული ან დახურული.
მატარებლები ჩემი ბავშვობის გატაცებაა, ბავშვობიდან ვაწყობ ელექტრო მატარებლბებს კუსტარულად დამზადებულს. ჩემს სარდაფში მოწყობილიც მაქვს დიდი სავაგონე სისტემა თავისი შუქნიშნებით და ამბებით. კამერაც მიყენია და ზოგჯერ ლაივ ვიდეოსაც გაკეთებასაც ვგეგმავ. ამ დღეებში კომპიუტერი ვიყიდე მაი მარკეტზე. ჯერ აზრზე არ ვარ შიგნით რა ხდება. ისე იაფად მოიშორა გამყიდველმა კოპმიუტერი მითხრა უცხოეთსი მივდივარ და აღარ მჭირდებაო (მგონი მაჩუქებდა კიდევაც რომ მეთხოვა). თან მითხრა არაფერს არ წავშლი შენ გქონდესო. დაჟე თუ ვინმე გკითხავს უთხარი წლობით მაქვს ეს კომპიუტერიო. არ ვიცი ვერ ვერკვევი კარგად ამ კომპიუტერებში.
ამ ბოლო დროს შევამჩნიე ჩემს წინ მცხოვრები ბიჭი მითვალთვალებს ხოლმე. არ ვიცი ჩემი უძილობის ბრალია თუარა მაგრამ აშკარად მაკვირდება ხოლმე სულ. იმ დღესაც ჯართი ვიპოვე სადგურზე ჩუმად შევფუთე და წამოვიღე (ყველა ესე შვება მაინც მიგდებული ჯართი იყო ლიანდაგებისთვის გამოვიყენებდი სარდაფში), რომ ამომქონდა შემომხედა ამან თან მანიშნა ბიჩოკის გადმოგდებით. შემეშინდა პატრულში არ დაერეკა ეგრევე გავბრუნდი დავაბრუნე ჯართი.
არ ვიცი რატო მითვალთვალებს იქნებ ჩემი ელექტრო მატარებლის ბრახუნი აწუხებს ხოლმე ღამით ? როგორ მოვიქცე თქვენი რჩევა მჭირდება. მადლობა
|