თიბისი ბანკი აცხადებს ვაკანსიას აქციის დროებითი თანამშრომლის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
აქციის სპეციფიკიდან გამომდინარე პოტენციურ ან უკვე არსებულ კლიენტთან ეფექტური კომუნიკაცია;
დადგენილი გეგმების პირნათლად შესრულება;
კლიენტებისათვის სწორი ინფორმაციის მიწოდება და კონსულტაციის გაწევა;
აქციაში ჩართული ყველა პროდუქტის თეორიული ცოდნა;
კლიენტებთან თავაზიანი და კეთილგანწყობილი დამოკიდებულება;
უშუალო ხელმძღვანელისაგან მიღებული დავალებების დროული შესრულება.
პიროვნული თვისებები:
ოპერატიული აუცილებლობის შემთხვევაში დამატებითი სამუშაოს შესრულების უნარი;
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
უმაღლესი განათლება (შესაძლოა იყოს სტუდენტი);
ასაკი 17-23 წელი;
აქტიური;
მოტივირებული;
გაყიდვებზე ორიენტირებული;
პრეზენტაბელური.
სასურველი მოთხოვნები:
უცხო ენების ცოდნა;
საოფისე პროგრამების ცოდნა.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა – 31დეკემბერი
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ შეავსოთ ელექტრონული რეზიუმე მისამართზე: recruiting@tbcbank.com.ge ვაკანსია ასევე შეგიძლიათ იხილოთ თიბისი ბანკის ვებ-გვერდზე www.tbcbank.ge
გთხოვთ მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება
ეს განაცხადი და თუ ვინმეს გსურთ თქვენც გააგზავნეთ "სივი"

რა მაინტერესებს "თბს"-ის საიტზე ვერ შევდივარ და რა ვაკანტური პოზიციის ან პოზიციების დასახელებაზეა საუბარი იქნებ გამარკვიოთ, არ არის მითითებული და თუ ერკვევით ვინმე
ჯაყო! კიდევ ვიღაც არის ამ ქვეყნად ღმერთის გარდა. ის "ვიღაცა" ურმით დასდევს ფეხმარდ მგლებს... დიდხანს დასდევს. ბოლოს, რაც უნდა მარდად ირბინოს მგელმა, სადაც უნდა გადაიკარგოს, ურმით მდევარი "ვიღაც" იმ მგელს მაინც დაეწევა და კბილებს დააგლეჯს. ასეა მომართული ეს ქვეყანა, ჯაყო! © მ.ჯ