წლევანდელი გრძელი ზამთარი რომ აუტანელი გახდა, იამაიკაზე გადავწყვიტე წასვლა. ვინც ნამყოფი იყო ყველა დადებითად ახასიათებდა, ვინც ნამყოფი არ იყო - წასვლას არ მირჩევდა. საბოლოოდ გადავწყვიტე რომ წავსულიყავი და უნდა ვთქვა, რომ მომეწონა, ლამაზი ბუნებაა და თბილა.
ეს არის კუნძული სახელმწიფო კარიბის ზღვაში, 2,8 მილიონი მცხოვრებით, ფართობი დაახლოებით 11 000 კვ კმ, ბრიტანეთიდან დამოუკიდებლობის 50 წელი შარშან აღნიშნეს. საშუალო ფენა არ არის, არიან უფრო მეტი ღარიბები და ნაკლები მდიდრები. ტურისტები მრავლადაა. ძალიან ბევრი ტურისტია რუსეთიდან. საქართველოც თუ დაიწყებს ტურისტული საგზურების გაცემას წილი მეკუთვნის

ეს გადაღებულია OCHO RIOS -ში, რაც 8 მდინარეს ნიშნავს, თუმცა აქ 8 მდინარე არ არის, სწორი იქნებოდა 8 ჩანჩქერი რომ იყოს.

ეს კიდევ ცნობილი პარკი და ჩანჩქერი Dunn’s River Falls and Park


ეს ცისფერი ლაგუნაა, ბრუკ შილდსის ცნობილი ფილმი აქ არის გადაღებული

ეს კი ვენეციური გონდოლას იამაიკური ვარიანტია


ეს Coyaba gardens-ია, რაც ნიშნავს სამოთხეს ან ედემის ბაღს, მცენარეები თითქმის ჰავაის იდენტურია

ეზოში პატარა მუზეუმიც აქვთ, ცნობილი მუსიკოსი ბობ მარლი იამაიკიდან იყო

აუცილებლად უნდა ეწვიოთ "ნანგრევებს", რატომ ჰქვია ნანგრევები არ ვიცი,
"Ruins" რესტორანია ჩანჩქერით ეზოში

ესეც კუს პარკი

საინტერესო ნახატებია, ბაზრობაზე იყიდება

თუ რაიმე დაგაინტერესებთ, შემეკითხეთ
