როგორც ჩანს მას შემდეგ რაც საქართველომ თავის თავს მოუწყო გამოცდა
ამერიკელებმაც გადაწყვიტეს გადაიღონ ჩვენი გამოცდილება და შეამოწმონ სახელმწიფოებრივი სიმტკიცე
კერძოდ, მოახერხებს თუ არა სათავეში მოსული, გამოთაყვანებული მილიარდერი, ქვეყნის დაქცევას
კვლევის თანახმად, დონალდ ტრამპს გამოკითხულთა 45%, ჰილარი კლინტონს კი 43% უჭერს მხარს - CNN
2016-09-06 15:55:00
აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 8 ნოემბერს გაიმართება.
არჩევნებამდე ორი თვით ადრე ტელეკომპანია CNN-ი ახალი სოციოლოგიური კვლევის შედეგებს აქვეყნებს.
CNN-ისა და კვლევითი კომპანია ORC-ის ერთობლივი კვლევის თანახმად, "რესპუბლიკური პარტიის" კანდიდატ დონალდ ტრამპს გამოკითხულთა 45 პროცენტი უჭერს მხარს, "დემოკრატიული პარტიის" კანდიდატ ჰილარი კლინტონს კი 43%.
გამოკითხვის თანახმად, ლიბერტარიანული პარტიის კანდიდატს გერი ჯონსონს გამოკითხულთა 7%, ხოლო “მწვანეთა პარტიის” კანდიდატს ჯილ სტეინს 2% უჭერს მხარს.
კანდიდატებს აღნიშნულ შედეგებზე კომენტარები ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ
http://www.newposts.ge/wap.php?ID=118235