#48742362 · 6 Sep 2016, 16:03 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
პროკურატურის მიერ ცოტახნის წინ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა უწყების შუამდგომლობა და ცემისა და მოწმეზე ზემოქმედების განხორციელების ფაქტზე ბრალდებულ დავით ნაცვლიშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.
დაკავებულის ადვოკატის თქმით, ის უდანაშაულოა და გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
სტურუების ოჯახი განაჩენით კმაყოფილია. ნაცვლიშვილის მიმართ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლით, რაც ადამიანის ცემას გულისხმობს.
--------------------
მაქს ებერლი: "არა, დამიჯერეთ, მე რაღაცას ვხედავ ვინსენტ კომპანიში."
|