#49336267 · 24 Nov 2016, 11:27 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოკლედ ვეძებდი ინტერნეტში მარა თითქოს ვერაფერი ვნახე. იტალიიდან მაქვს ტვირთი წამოსაღები. კონტეინერით და რამე ვერ გამოვგზავნი იმიტო რო ჩემი ჩასვლაა საჭირო და მირჩევნია მანქანით წამოვიღო. მჭირდება პიკაპის ტიპის მანქანა ან მსუბუქი მისაბმელიანი (პრიცეპი). ვეძებდი Car Rental საიტზე მარა ისეთი ვერაფერი ვნახე რო საქართველოდან გასვლის უფლებას გაძლევდნენ (საზღვრის გადაკვეთა არ შეგიძლია). მოკლედ მინდა ისეთი Car Rental კომპანია, რომელიც აქირავებს პიკაპებს საქართველოში (მანქანას აიყვან თბილისში) და არ გზღუდავს ქვეყნის დატოვებაზე. ან რამე საერთაშორისოს მსგავსი მაგალითად იტალიაში ჩავალ თვითმფრინავით. ავიყვან მანქანას იტალიაში მარა მანქანას ჩავაბარებ თბილისში (ფილიალი რო ქონდეთ აქ ან რავი ხზ).
რაც ვნახე საერთაშორისოები ძირითადათ იტალიაში აყვანის და საქართველოში დატოვების სერვისი არ აქვთ. თბილისში რო აიყვანო და ისევ აქ დააბრუნო აქვთ მსუბუქი მანქანები ან მე ვერ ვიპოვე პიკაპი არ ვიცი.
ქართულები არ გაძლევენ ქვეყნის დატოვების უფლებას.
მოკლედ თუ ვინმეს გაქვთ რამე ინფორმაცია მადლობელი ვიქნები დახმარებისთვის : )
--------------------
Nobody dies virgin, life fucks everyone
|