"...იძულებული გამხადა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, რომელიც სამი წლის განმავლობაში ყველა გზაზე მებრძვის"თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის მფლობელობასთან დაკავშირებით სკანდალური დოკუმენტის გასაჯაროების მიზეზებზე ინგა გრიგოლიას გადაცემაში, "ტვპირველი" ეთერში ისაუბრა.
ოქრუაშვილის თქმით მას დოკუმენტის გასაჯაროება კახა კალაძის ქმედებებმა აიძულა, მისივე განცხადებით, მან კალაძეს შეუთვალა, რომ თუ მის წინააღმდეგ ბრძოლას თავს არ დაანებებდა ის ამ დოკუმენტს გაასაჯაროებდა.
„მე კიდევ დიდხანს არ ვაპირებდი ამ დოკუმენტის გასაჯაროებას და ამ თემაზე ლაპარაკს, ვიდრე სასამართლო არ დამთავრდებოდა. მაგრამ იძულებული გამხადეს.
იძულებული გამხადა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, რომელიც სამი წლის განმავლობაში ყველა გზაზე მებრძვის. 2013 წელს მინდოდა ბიზნესში რაღაც პროექტების დაწყება, კერძოდ გორში ქარის ტურბინების დამონტაჟება, მივმართე მას და იგნორი მივიღე.
კალაძე ხელმძღვანელობდა ჩემი რეგისტრაციის გაუქმებასაც 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებზეც. ის ხელმძღვანელობდა არჩევნებს მთლიანად გორშიც სადაც გამარჯვება მომპარეს. ის ხელმძღვანელობდა გუშინ ჩემი თანაგუნდელის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენებასაც.
მან წინასწარვე იცოდა და ჩემი მხრიდან იყო გზავნილი, რომ თუ ისინი ამას გააკეთებდნენ , მე გზა აღარ მექნებოდა თუ არა ის ნაბიჯი რაც გადავდგი. მისი მხრიდან შეგნებულად გაკეთდა ეს ყველაფერი,“- განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.
ოქრუაშვილის თქმით ის "რუსთავი-2"-ის მფლობელობაზე პრეტენზიების წამოყენებას უზენაესი სასამართლოს განაჩენისა და არჩევნების დასრულების შემდეგ აპირებდა.
http://news.ge/ge/news/story/192719-...idz...gzaze-mebrdzvis
ყველა ისე წერს,როგორი კულტურა და შეგნება აქვს და ამაზე მათ ოჯახებში უნდა ეზრუნათ დიდიხნის წინ. nigo