საქართველოს საპატრიარქო სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ქონების გადაცემას სთხოვს, აღნიშნულის შესახებ საპატრიარქომ ქონების სააგენტოს 5 წერილით მიმართა - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიშშია აღნიშნული, რომელმაც შეისწავლა თუ რა დახმარება ეწევა რელიგიურ ორგანიზაციებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისგან და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან.
ორგანიზაციის ცნობით, აღნიშნული ქონებები ამ დრომდე სახელმწიფოს საკუთრებაშია.
„გარდა ზემოაღნიშნულისა, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს 2014-2016 წლებში საქართველოს საპატრიარქოსგან გაეგზავნა ხუთი წერილი რამდენიმე სხვა ქონების გადაცემის მოთხოვნით, თუმცა მოთხოვნილი მიწები დღემდე სახელმწიფო საკუთრებაშია:
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში მდებარე
12 414 კვ.მ. მიწა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები. როგორც სააგენტოსთვის მიერ გაგზავნილ წერილშია აღნიშნული, მიწაზე ფოთისა და ხობის ეპარქიას ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის გახსნა აქვს დაგეგმილი;
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფიჩხოვოში მდებარე
8 300 კვ.მ. მიწის ტაძრის მშენებლობისათვის;
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მდებარე
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა (144 867 კვ.მ.), კათოლიკოს-პარტიარქის ქორეპისკოპოსის მიერ 2015 წლის ნოემბერში ქონების ეროვნული სააგენტოსთვის გაგზავნილ წერილში არ არის განმარტებული, თუ რა მიზნით ითხოვს ეპარქია აღნიშნულ ტერიტორიას;
არც ისაა განმარტებული, თუ რა მიზნით მოითხოვა საპატრიარქომ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ინჩხურში არსებული
7 797 კვ.მ. მიწის გადაცემა;სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევში მდებარე
ყოფილი სასწავლო დაწესებულება და მიმდებარე ტერიტორია (10 342 კვ.მ.) ახალგაზრდებისა და სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის სკოლა-ბანაკის მოსაწყობად“, - წერია ანგარიშში.
http://www.ipress.ge/new/43603-qoneba-roml...ifosgan-itkhovs This post has been edited by WP-Rex on 6 Sep 2016, 19:55