პუტინის მძღოლი მოსკოვში ავარიის შედეგად დაიღუპა
20:48 06-09-2016
პუტინის მძღოლი მოსკოვში ავარიის შედეგად დაიღუპა მოსკოვში, კუტუზოვის 35-ში მომხდარი ავარიის შედეგად, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მძღოლი ადგილზე დაიღუპა. დაშავებულია ერთი ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ “დეილი მეილი” ავრცელებს. მძღოლის ვინაობა არ საჯაროვდება.
როგორც ცნობილი გახდა, მამაკაცი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებულ სატრანსპორტო განყოფილებაში 40 წლის განმავლობაში მუშაობდა და პრეზიდენტის საყვარელ მძღოლად ითვლებოდა.
დასავლური მედია ავტოსაგზაო შემთხვევის კადრებსაც ავრცელებს. უბედური შემთხვევა მოსკოვში 2 სექტემბერს მოხდა.
IPN
This post has been edited by Lаki on 6 Sep 2016, 22:27
მიმაგრებული სურათი
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3