გეზარებათ მიაწვდინეთ ეს ინფორმაცია ვისაც ძალუძს შეცვალოს ერთი სიტყვა შემდეგ წინადადებაში, რომელიც ფორუმის გვერდის ზემოთაა მოცემული:
თქვენი უკანასკნელი შემოსვლის დროა: 9 Sep 2016, 19:37
შეცვალონ სიტყვა უკანასკნელი სიტყვით ბოლო:
თქვენი ბოლო შემოსვლის დროა: 9 Sep 2016, 19:37
მეტროში შეცვალეს, იქაც ბოლო გაჩერებაზე დიქტორი აცხადებდა ჩანაწერში: უკანასკნელი გაჩერებაო. შემდეგ შეიცვალა და ეხლა ცხადდება ბოლო გაჩერება.
სიტყვა უკანასკნელი მითოლოგიურ–რელიგიური წარმოშობისაა და ჩვეულებრივ ყოფაში გამოსაყენებელი არაა.
არადა ჩაწერეთ გუგლში ეს სიტყვა და ნახავთ რომ ის აქტიურ გამოყენებაშია, რაც ქართული ენის სავალალო მდგომარეობაზე მიუთითებს.
.................................................
ქვემორე ციტატა აქედანაა
http://www.mtvarisklubi.com/2009/10/blog-p...ml#.V9OcxilP-ho... გარკვეულ სურათს გვიხატავს თავად ქართულ ენაში შემონახული სიტყვა “სკნელი”, რომლის სხვადასხვა მნიშვნელობა არსებობს. მაგალითად ზე-სკნელი ასახავს ზეცას და მის ბინადართ. ჰორიზონტალურ, ანუ მიწიერ სამყოფს სკნელი ასახავს. ხოლო მიწისქვეშეთს სიტყვა ქვე-სკნელი. ასევე ემატება სამყაროს ჰორიზონტალური ჭრილი, წინა-სკნელი და უკანა-სკნლი. ვინაიდან წინასკნელსა და უკანა სკნელს ჰორიზონტალურისაგან განსხვავებით კონკრეტული მიმართულება არ ააქვს...
............................................................
This post has been edited by Buddha Nirvana on 10 Sep 2016, 09:55