ნამდვილად.
ლუკ ქოფეი - საქართველომ დაამტკიცა, რომ ამერიკის ერთგული პარტნიორია
08:23 07-09-2016
ლუკ ქოფეი - საქართველომ დაამტკიცა, რომ ამერიკის ერთგული პარტნიორია „საქართველოს მიერ გაცემული პირობა და ამერიკის მიერ ნაკისრი ვალდებულება“, - ამ სათაურით „ვაშინგტონ თაიმსი“ სპეციალურ რეპორტაჟს აქვეყნებს. ავტორი ლუკ ქოფეი თავის სტატიას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის თბილისში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ წერს.
ავტორის განცხადებით, რუსეთიდან მომდინარე რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე, თურქეთში მომხდარი სამხედრო გადატრიალების შემდგომ, ირანში ახლად გამყარებული პოზიციისა და ისლამური ტერორის საშიშროებების კვალობაზე საქართველოს სტუმრებს ბევრი საკითხი ექნებათ განსახილველი. მისივე თქმით, მრავალი სამხედრო და ეკონომიკური მიზეზების გამო საქართველო სტრატეგიული მნიშვნელობისაა. ამ ფაქტორებში მოაზრება ქვეყნის ტერიტორიაზე გამავალი რამდენიმე მილსადენიც, რომელიც ევროპის ბაზრებს ნავთობსა და ბუნებრივ აირს აწვდის. იმ ფონზე, როდესაც დასავლეთი ცდილობს გათავისუფლდეს რუსეთის ენერგო მატარებლებზე დამოკიდებულებისგან, საქართველოზე გამავალი მილსადენების მნიშვნელობა კიდევ უფრო მატულობს.
„წინა მთავრობის ძალისხმევაზე ბევრი სხვა მიღწევის დამატებით ქვეყანა მტკიცედ დგას არჩეულ კურსზე და ვალდებულება გააზრებულად აქვს ნაკისრი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის იდეისადმი „ქართული ოცნების კოალიციის“ მმართველობის პირობებში, რომელსაც პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხელმძღვანელობენ. ქვეყანამ დემოკრატიული მიღწევები შეინარჩუნა და ახლა ამერიკის ინტერესებშია მდგომარეობა არსებულ რეჟიმში იქონიოს. რუსეთი ვერ ხარობს ამით. პრეზიდენტი პუტინი მიიჩნევს, რომ საქართველო მართებულად განეკუთვნება მოსკოვის გავლენის სფეროს და განუზომლად დიდი ძალისხმევას იყენებს მის „მოსაქცევად“, - ნათქვამია სტატიაში.
ავტორი 2008 წლის რუსეთის ომსაც იხსენებს, რომლის დროსაც იგი რუსეთის შეიარაღებული ძალები საქართველოს ტეროტორიაზე შემოიჭრა და დედაქალაქში შესვლას სულ რამდენიმე კილომეტრი დააკლდა. სტატიაში ნათქვამია, რომ რუსეთს კვლავ ოკუპირებული აქვს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონები (ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტი), რითაც საერთაშორისო სამართლის ნორმებს და ექვსპუნქტიანი სამშვიდობო შეთანხმების პირობებს არღვევს.
„რუსეთიდან მომდინარე მუდმივი საშიშროების მიუხედავად, საქართველოს მოსახლეობას გააზრებულად აქვს ნაკისრი ვალდებულება დასავლური ორიენტაციისადმი. რა მნიშვნელობა აქვს ყოველივე ამას შეერთებული შტატებისათვის?“, - კითხულობს სტატიის ავტორი და დასძენს, რომ საქართველომ დაამტკიცა, რომ ამერიკის ერთგული პარტნიორია. ერთობლივი ოპერაციებისთვის ქართველი სამხედროები ყველაზე საჭირო დროს იგზავნება საერთაშორისო მისიებში. თუნდაც რუსეთიდან სამხედრო დაპირისპირების დროს გარნიზონის სიდიდით საქართველო ერაყში განთავსებული კოალიციის წევრებს შორის მეორე ადგილზე იყო და რიცხოვნობით მხოლოდ აშშ კონტიგენტს ჩამორჩებოდა.
სტატიაში ავტორი ავღანეთის მისიაში საქართველოს მონაწილეობაზეც საუბრობს. კერძოდ, იმის შესახებ რომ ავღანეთის საშიშ ზონად მოაზრებულ სამხრეთ ნაწილში, ომის ყველაზე დაძაბულ პერიოდში თითქმის საქართველოს 2000 ჯარისკაცი ჰყავდა განთავსებული.
„მოსახლეობის რიცხოვნობაზე საერთაშორისო მისიების სულადობრივი თანაფარდობით, კოალიციაში ყველაზე დიდი მონაწილეობა და ყველაზე მეტი მსხვერპლი საქართველოზე მოდის. ავღანეთში კვლავ ჰყავს 860 ჯარისკაცი, რომლებიც კოალიციის საომარი მოქმედებების შემდგომ სამშვიდობო ძალების სამხედრო სწავლებას ატარებენ“, - ნათქვამია სტატიაში. ავტორი ლუკ ქოფეი საქართველო დემოკრატიისა და ეკონომიკურ განვითარებაზეც საუბრობს. კერძოდ, მისვე თქმით, მეზობლებთან შედარებისას საქართველო დემოკრატიისა და ეკონომიკური თავისუფლების იდეალად წარმოჩინდება.
„ქვეყნის ამჟამინდელი მთავრობა ეკონომიკის ლიბერალიზაციის, ბიუროკრატიული ბარიერების შემცირებისა და კორუფციასთან ბრძოლის პროგრამას ახორციელებს.
„ჰერითიჯ“ ფონდისა და „უოლ სტრიტ ჟორნალის“ ეკონომიკური თავისუფლების გლობალურ ინდექსში 2016 წელს საქართველომ 184 ქვეყანას შორის 23-ე ადგილი დაიკავა. სულ რაღაც 20 წლის წინ 123-ე ადგილი ეკავა.
საქართველო ამჟამად ევროპის 26 სახელმწიფოს უსწრებს წინ. მათ შორის არიან საფრანგეთი, ესპანეთი და ბელგია. ჩრდილოელ მეზობელთან - რუსეთთან - კონტრასტი მკვეთრი და თვალისმომჭრელია, რადგან პუტინის რუსეთში დემოკრატიული იდეალები და თავისუფლება დათხოვნილია, კორუფცია ენდემურ ხასიათს ატარებს, ხოლო მომავალი მკრთალი და უფერულია“, - ნათქვამია სტატიაში.
ლუკ ქოფეი თბილისის ერთერთ პარკში დადგმულ რონალდ რეიგანის ქანდაკებასაც იხსენებს და აცხადებს, რომ თანამედროვე საქართველოში განხორციელებული რეფორმები დემოკრატიის, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის, ძლიერი თავდაცვისუნარიანობისა და ეროვნული თავისუფლების რეიგანისეულ ხედვას ასახავს.
მისივე თქმით, რონალდ რეიგანის ეს ქანდაკება ქართველებს ახსენებს რამხელა გზა განვლო ქვეყანამ 25 წლის წინ საბჭოთა კავშირიდან გამოსვლის და დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან. დასავლეთისთვის იგივე ძეგლი იმის კი შესახსენებლად გამოდგება, რომ ცივი ომი უბრალოდ კი არ დასრულდა - მასზე გამარჯვება იქნა მოპოვებული.
„1991 წლიდან საქართველომ ტკივილის ტალღები გამოიარა? რათქმაუნდა. თუმცა, დემოკრატიული სამყაროს ბევრი სხვა ქვეყნის მსგავსად ის ყოველთვის იღწვის უკეთეს კავშირში გაერთიანეს. თუ საქართველო მოსრილადება და რუსეთის ორბიტაში აღმოჩნდება ევროპის ერთა ოჯახში გაერთიანების ნაცვლად, დასავლეთი ამაში ვერავის ვეღარ დაადანაშაულებს საკუთარი თავის გარდა. ევროატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციამ საქართველოსადმი 2008 წელს მიცემული პირობა უნდა შეასრულოს და საქართველოს არ გადაახვევინოს წევრობის გზიდან.
ეს პატარა ქვეყანა ვაშინგტონში პოლიტიკის განმსაზღვრელ რომელიმე პირს შეიძლება ერთი შეხედვით უმნიშვნელოდ მოეჩვენოს, მაგრამ თავისუფალი და ძლიერი საქართველო ამერიკის საუკეთესო ინტერესებშია. თუ შეერტებული შტატები დათმობს ამ ქვეყანას, ის საკუთარ თავსაც ავნებს და მილიონობით თავისუფლების მოყვარე ევროპელსაც“, - აღნიშნავს სტატიის ავტორი ლუკ ქოფეი, რომელიც „ჰერითიჯ“ ფონდში „ელისონის“ ცენტრის საგარეო პოლიტიკის მიმართულების დირექტორია.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/3...partnioria.html
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3