წვიმს მე კიდევ ვზივარ კომპთან ჩაფიქრებული, ნერვიულად ბოლთას ვცემ ვურტყამ სიგარეტს კვლავ ღრმა ნაფაზებს ისე თითქოს ცა მექცცეოდეს თავზე.
ამ ბოლოს რაღაც სულ უხასიათოდ ვარ, რაღაც მარტოსულად ვგრძნობ თავს. ხან გავალ მარტო ვბოდიალობ ბულვარში ხან კიდევ აივანზე დავჯდები გვიანობამდე და გავყურებ ვარსკვლავებით მოჭედილ ცას და უკიდეგანოდ ჰორიზონტზე გადაჭიმულ ზღვას.
მეგობრებიც ამოდიან მნახულობენ კი ვერთობით რაღაც, სულ ჩემთვის ხოარ ეცლებათ ყველას თავისი საქმე და პრობლემები აქვს.
ოდესმე ჩემი პირიდან ეს სიტყვები თუ ამოვიდოდა არმეგონა : მგონი შეყვარებულის ყოლა მინდა,კარგი იქნებოდა ცოტა რომანტიკა სხვა ატმოსფერო.
რაღაც ვერ ვკმაყოფილდები შინაგანად დაცარიელებული ვარ, დრო მარტო ვარჯიშით გამყავს ეგაა ახლა ჩემი ნირვანა და ყველაფერი.
წასვლა მინდა სადღაც შორს, ნაცნობებისგან შორს,მივაგდო ტელეფონი მოვწყდე ყველა საკონტაქტოს.
ვფიქრობ სადწავიდე ფინანსებშიც ვერვარ დიდიდ,საზღვარგარეთ მყავს ახლობლები მაგრამ მერიდება შეწუხება კიდევ ვიზაო ისაო ესაო 1000 საჩალიჩოა, მაგარი არეული ვარ.
თქვენ რაშვებით როგორ კლავთ ხოლმე დროს.