ზოგიერთს უკვირს აქ, საიდან აქვს ხალხს ამდენი აგრესია მთავრობის მიმართო.
ხოდა ერთ ჩვეულებრივ ამბავს გეტყვით.
5 წლის წინ, 2006 წლის ივნისის ბოლო იყო.
წარმოიდგინეთ ერთი ჩვეულებრივი სავაჭრო დაწესებულება, სადაც იყიდება მობილურები, არის ლომბარდი, სახელოსნო და ა.შ.
ხოდა ერთ "მშვენიერ" დღესაც შემოდიან პოლიციელები. საქმე ჰქონდათ გვერდით მდებარე ობიექტის პატრონთან, მაგრამ რადგან ის ობიექტი დაკეტილი იყო, ამიტომ საქმეს აქ ურჩევდნენ და გაღებას თხოვდნენ.
ხოდა რა ხდება.
მაინც ტყუილა ვდგევართო და ვისაც მობილური ტელეფონი დაუნახეს ყველასი პირადობა და მობილურის იმეი ნომერი ჩაიწერეს. რა უფლებით მარა ეგ არაფერი(თუმცა რატომ არაფერი?).
იქვე მობილური ხელოსნის მაგიდასთან იჯდა ლომბარდში მომუშავე ქალბატონი. უბრალოდ იჯდა რა. ამ დროს შემოვიდა ერთი მისი ნაცნობი ბიჭი და მაგიდაზე დაუდო მობილური, შემინახე და მერე წავიღებო. ცხადია პოლიციელები მაინც ტყუილად იყვნენ და მისი და მობილურის მონაცემებიც ჩაიწერეს.
აქედან იწყება ეს ისტორიაც.
მობილური აღმოჩნდა მოპარული და ეს ბიჭი დაიჭირეს.
ხოდა რა ხდება.
ეს მთავარი დამნაშავე ამბობს გასაგებად, რომ ეს ტელეფონი არის ამა და ამ პიროვნების, მათხოვა დროებით და არ ვიცოდი რომ მოპარული იყოო. ის პიროვნებაც გებულობს ამ ამბავს და გადის საქართველოდან. ვიღაცას რატო გამოვეკიდოთო და ააგეს მთელი სქემა დანაშაულებრივ ჯგუფზე, რომელიც იყო ორგანიზებული და ახდენდა მოპარული ტელეფონების რეალიზებას. რეალიზატორობაც რა თქმა უნდა "დაუმტკიცეს" და გაუშვეს ციხეში. ამ დანაშაულებრივ ორგანიზებულ ჯგუფში მოხვდა მობილურის ხელოსანიც, რომლის მაგიდამაც მიიღო "მონაწილეობა" დანაშაულში. მართალია იმ დღეს სხვაგან იყო, მაგრამ მერე რა. მერე რა...
ხოდა რა ხდება.
მთავარმა დამნაშავემ რამოდენიმე თვე გაძლო ციხეში, 70 კაცამდე ეტეოდა 30 საწოლზე და ორი ვენტილატორი ედგათ ზაფხულში. მერე გონებას მოუხმო, აღიარა დანაშაული, ზოგი ლევი, ზოგიც პრავი გადაიხადა და საპროცესოთი სადღაც 15 ათას ლარში გამოძვრა. იმ პრავსაც სპეც ანგარიშებზე არიცხინებდნენ, საიდანაც პირდაპირი პროცენტები ეკუთვნოდათ გამომძიებლებს. მობილურის ხელოსანს კი არაფერი გააჩნდა რომ გადაეხადა და დაინდეს, ათას ლარამდე მაინც შემოიტანე და გაგიშვებთო. იმანაც პატიოსნად აღიარა დანაშაული, ისესხა ფული და გამოვიდა.
ხოდა რა ხდება.
საქმეში კიდე ერთი დამნაშავე იყო. ორგანიზებულ ჯგუფს ხო ჭირდებოდა ორგანიზატორი?
ხოდა რადგანაც ორი კაცი გამოუშვეს, მათი საქმეებიც ცალკე გამოყვეს და დარჩა ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფში ერთადერთი დამნაშავე, ის ქალი! აი მაგიდასთან რომ იჯდა. პროსტა რომ იჯდა...
დაიბარეს და პროკურორმა, მაშინ ჯერ კიდე ჟღვინტლ შეუშრობმა
წაკლა სტაჟიორშამ, სალომე ჯანუაშვილმა, პირდაპირ უთხრა: რად გინდა ვაკეში სამ ოთახიანი ბინა, მაინც მარტო ცხოვრობ, არავინ არ გყავს, ხოდა გაყიდე, 80 ათას დოლარს მაინც აიღებ და გადახვალ სადმე ვარკეთილში, იქიდან 30 ათასს გადაგვიხდი და გაგიშვებთო!
წარმოიდგინეთ რა დღეში ჩავარდებოდა ასაკში შესული რუსი ეროვნების ქალი, რომელიც მთელი ცხოვრება ქარხნებში მუშაობდა ინჟინერ-ტექნოლოგად, არაფერი აკლდა და სიბერეში მარტოობის გამო და ყოველდღიური ფულისთვის მუშაობდა ლომბარდში დღეში ხუთ ლარად, ...და ეუბნებიან გაყიდე მშობლების დანატოვარი ბინაო! არ გაყიდი და ციხეში ჩაჯდებიო!
...ორი დღე გაძლო წინასწარ პატიმრობაში(მერე ორი თვეც მკურნალობდა).
მოსამართლემ გამოიჩინა "პატიოსნება" და გირაო 20 ათასამდე დაუყვანა.
ადგა და დაყიდა შემორჩენილი რაღაც ნივთები, ზოგიც ისესხა და გადაიხადა.
მის საქმეში არ არის არცერთი ნივთმტკიცება, არცერთი მოწმე და საერთოდ არაფერი გარდა ბრალდებისა, რომ ის არის დანაშაულებრივ ორგანიზებული ჯგუფის ორგანიზატორი. სასამართლო რამოდენიმეჯერ გადადეს. რამოდენიმე პროკურორიც გამოიცვალა საქმემ. შეიცვალა ადვოკატიც(პირველი "რატომღაც" დაჟინებით ურჩევდა აღიარებას). მაინც არ ატარებენ...
ბოლოს შარშან ზაფხულში დაიბარა მომდევნო პროკურორმა. აღიარე და ფულის უმეტესობას დაგიბრუნებთო. ადვოკატი წინააღმდეგი წავიდა, ხუთი წლის მერე მაინც ვერ დაიჭერთ და არაო. აბა პროკურორს ხომ არ დავიჭერთო? ბევრი ივაჭრეს მაგრამ ვერაფერზე შეთანხმდნენ. ბოლოს ადვოკატმა სიტყვა დაუტოვა, რამდენიმე ათასს დავტოვებთ მაგრამ დანაშაულს არ ვაღიარებთ და დანარჩენი თქვენ მოაგვარეთო.
ხოდა რა ხდება.
ცხოვრება ისევ თავისი გზით მიდის. ის მობილურის ხელოსანი მერიის სამსახურშია და ფილებს აგებს, ის ბიჭიც შრომობს და ვალებს ვალებზე იდებს თავის შვილს რომ უმკურნალოს, ეს ქალიც ზის ისევ ლომბარდში და თავის ხელფასს ცოტ-ცოტას აკლებს ვალების გადასახდელად. ზის და ელოდება ...თავის ფულს.
ცხოვრებაც მშვენიერია.
მიუხედავად გაჭირვებისა. მიუხედავად დამცირებისა. მიუხედავად უსამართლობისა...
მაგრამ რატომ?
რატომ არ არის ცხოვრება მშვენიერი?
This post has been edited by m e r a on 26 Dec 2011, 02:47