ეს კაცი, როგორ ამართლებს თავის გვარს - გაიხარე შენ <3
ყველაზე ძალიან ის მომწონს, რომ ოსეთის ხსენება არ არის, ყველამ გამოიყენეთ - ცხინვალის რეგიონი
ოსეთის ჩრდილოეთიც და სამხრეთიც, კავკასიონს გადაღმაა
8 სექტემბერი. 2016. 13:31
აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოს უნდა დაუბრუნდეს
განაცხადა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლთა პალატის წევრმა, დემოკრატმა ელიოტ ენჯელმა კონგრესში გამოსვლისას, სადაც მან საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გააკეთა -
„სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებით, ძალიან მალე საქართველოს ისტორიაში დაიწერება თავისუფლებისა და დემოკრატიის ახალი თავი"
თავის გამოსვლაში კონგრესმენმა კიდევ ერთხელ გამოხატა ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ცალსახად დააფიქსირა პოზიცია, რომ რუსეთმა უნდა დატოვოს საქართველოს ტერიტორია:
„ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს, ისევე როგორც ეს უნდა მოხდეს უკრაინაშიც. ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია არის უკანონო, და რომ უნდა აღდგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა", - ნათქვამია ელიოტ ენჯელის განცხადებაში.
კონგრესმენის თქმით, 2008 წელს საქართველოს NATO-ში არმიღება იყო გაუმართლებელი შეცდომა, რაც შემდგომში რუსეთის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა საქართველოს ტერიტორიაზე შეჭრისთვის გამოიყენა.
როგორც ელიოტ ენჯელი აღნიშნავს, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს დემოკრატიასა და აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებას განიხილავს როგორც შუქურას გამოწვევებით აღსავსე რეგიონში.

„ჩვენ კვლავ გვჯერა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობის კარი უნდა იყოს ღია, და რომ საქართველოსთვის NATO-სა და ევროკავშირის წევრობის კარი უნდა დარჩეს ღია", - ნათქვამია განცხადებაში.
დასკვნით სიტყვაში დემოკრატმა კონგრესმენმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ რეზოლუცია ორპარტიულია, რადგან, მისი თქმით, რუსეთის აგრესიასა და ძალადობას ყველა ერთსულოვნად ეწინააღმდეგება.
ენჯელის განცხადებით, ყველა თანხმდება, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი არ უნდა იყოს ოკუპირებული და რომ ისინი უნდა დაუბრუნდნენ თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოს.
http://www.reportiori.ge/inside.php?menuid=2&id=21511 This post has been edited by anthropod on 8 Sep 2016, 13:58