ძვირფასო იუზერებო, არჩევნებამდე დარჩა ზუსტად 1 თვე და ეს თემა აქტუალური შეიქმნა პოლიტგანყოფილებისთვის.
მართალია უკვე გაიხსნა ორი, მაგრამ ჩემის აზრით ისინი ვერ ასახავენ სრულყოფილ სურათს
პირველი ატარებს პოლის ხასიათს, რომელშიც მონაწილეობა ნებისმიერს შეუძლია, ვფიქრობ აქ ალტერნიკებით ხმის მიცემის დიდი საშიშროებაა
ხოლო მეორეში ხმის მიმცემს უნდა ქონდეს 4000 პოსტზე მეტი, რაც ახალი ან იმ ძველი იუზერების დისკრიმინაციაა, რომლებიც პოსტვაში ღამეებს არ ათევენ
ამიტომ ავარჩიე ოქროს შუალედი, დაე ხმა მისცენ იუზერებმა რომლებსაც 500 პოსტზე მეტი აქვთ
შეუძლებელია ამდენი პოსტის გაქაჩვა მოასწროს ალტერმა, მითუმეტეს ბევრი ნიკით, ისე რომ მოდერმა ვერ აღმოაჩინოს
საკუთარ მაგალითზე გამოვცადე დღეს, ერთი ალტერი მქონდა ტექნიკური მიზეზების გამო და 100 პოსტზეც ვერ ავიდა ისე დამიბლოკეს
ყველაფერ ამას ემატება, რომ ამ გამოკითხვაში გვექნება პარტიების სრული სია, რაც ბიულეტენებშია
ვფიქრობ მოცემულ შემთხვევაში მივაღწევთ უფრო მიზუსტებულ შედეგებს
წესები იოლია:
ხმის მისაცემად საჭიროა გქონდეთ 500 პოსტი და მეტი.
ხმას ვაძლევთ მხოლოდ ერთხელ, განმეორების შემთხვევაში ყველა ბათილად ჩაითვლება.
თუკი აზრს შეიცვლით, გთხოვთ მიუთითოთ ამის შესახებ.
ხმები დავთვალოთ 5 დღეში ერთხელ.
ბევრი ფლუდი და კამათი არ გვინდა (ამისთვის ცალკე თემა შეიძლება გაიხსნას), მხოლოდ ხმის მიცემა.
კარგი იქნებოდა თუ თქვენთვის სასურველი პარტიის ან კოალიციის სრულ სახელს და ნომერს დააკოპირებდით პირველი პოსტიდან, ასე უფრო გაადვილდებოდა დათვლა.
კანდიდატთა სია:
1. პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის
2. პროგრესულ -დემოკრატიული მოძრაობა
3. ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობა
4. ჯონდი ბაღათურია - ქართული დასი
5. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
6. უსუფაშვილი - რესპუბლიკელები
7. თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის
8. დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია
9. ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი
10. შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია"
11. სახალხო ხელისუფლება
12. საქართველოს კომუნისტური პარტია
14. დავით თევზაძე - საქართველოს მშვიდობისათვის
15. მშრომელთა სოციალისტური პარტია
16. საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია
17. პარტია "საქართველო"
18. ქართული იდეა
19. თოფაძე- მრეწველები, ჩვენი სამშობლო
20. საქართველოს ეროვნული ერთიანობის პარტია
21. საქართველოს კონსერვატიული (მონარქისტული) პარტია
22. მერაბ კოსტავას საზოგადოება
23. ჩვენები -სახალხო პარტია
24. გიორგი ლაღიძე - მომავალი საქართველო
25. კახა ძაგანია, სოსო შატბერაშვილი, პაატა ჯიბლაძე, არჩილ ბენიძე - მემარცხენე ალიანსი
26. ეროვნული ფორუმი
27. ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები
28. ზვიადის გზა - უფლის სახელით
29. ეროვნულ - დემოკრატიული პარტია (ედპ)
30. "ჩვენი საქართველო" (ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბი)
41. ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
42. ყველას გადავხაზავ
43. არ მივდივარ არჩევნებზე
უფრო დაწვრილებით აქ:
http://cesko.ge/res/docs/Partiebirigitobit2016.pdfაბა ჰე, დაე თქვენი არჩევანი საუკეთესო ყოფილიყოს !
This post has been edited by alcvol on 8 Sep 2016, 07:55
Shits happens, but so do miracles.