პაატა დავითაია არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს
08.09.2016 12:35
"ევროპელი დემოკრატების" ლიდერი პაატა დავითაია საპარლამენტო არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს.
როგორც დავითაიამ პრესკონფერენციაზე განმარტა, იმ სიტუაციაში, რაც წინასაარჩევნო პერიოდში შეიქმნა, ნათელია, რომ "ქართული ოცნება" უპირობოდ გაიმარჯვებს და არჩევნები ისევ ორ მთავარ პარტიას შორის ბრძოლა იქნება.
დავითაიამ აღნიშნა, რომ მას იმედი ჰქონდა, რამდენიმე პროდასავლური პარტია გაერთიანდებოდა და ღირსეულ მეტოქეობას გაუწევდა "ქართულ ოცნებას" თუმცა რატომღაც, მიუხედავად მოლაპარაკებებისა, ასეთმა პარტიებმა უკან დაიხიეს.
„ჩვენი პოლიტიკური პარტია არ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. ვუცხადებთ ბოიკოტს ამ არჩევნებს. გავაუქმეთ რეგისტრაცია. არჩევნების შემდეგ, ჩატარდება ყრილობა. სავარაუდოდ, იქნება ახალი თავმჯდომარე“, - აღნიშნა დავითაიამ.
მისი თქმით, არ არის გამორიცხული არჩევნებში მონაწილეობაზე კიდევ რამდნეიმე პოლიტიკურმა ძალამ თქვას უარი.
http://medianews.ge/ge/paatadavitaiaarchev...tskhadebs/12489 This post has been edited by Choncxis mzera on 9 Sep 2016, 00:15