სასაცილოა ეს ფინთი დაპირება
"ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამა ნარკოპოლიტიკასთან მიმართებაში: წინა პროგრამასთან შედარებით ეს პროგრამა კიდევ უფრო ბუნდოვანია. კერძოდ, საუბარია მსუბუქი ნარკოტიკის გამო სასჯელის შემსუბუქებაზე. რას გულისხმობს "ქართული ოცნება" მსუბუქ ნარკოტიკში? თუ მარიხუანას, მაშინ მმართველ ძალას შევახსენებთ, რომ სასჯელის შემსუბუქება საკონსტიტუციო სასამართლოს ცნობილი გადაწყვეტილების დამსახურებაა., თუ ისინი გულისხმობენ სხვა, დამოკიდებულების დაბალი პოტენციალის მქონე ნივთირერებებს (რომლებსაც საკლუბო ნარკოტიკებსაც უწოდებენ), მაშინ გაუგებარია, რატომ არ ხდება აქამდე მათთვის მცირე, პერსონალური ოდენობის განსაზღვრა.
ასევე გაუგებარია, რა დააშავეს "მძიმე" ნარკოტიკის მომხმარებლებმა და რატომ უნდა დაისაჯონ ისინი უფრო მკაცრად? გარდა ამისა, დადებითადაა შეფასებული არსებული ნარკოპოლიტიკა და ამის დასამტკიცებლად მცდარი ციფრებია წარმოდგენილი."
http://liberali.ge/news/view/24529/qartuli...marebis-kutkhitმოხდება სასჯელის ლიბერალიზაცია მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარებასთან მიმართებით, - ვკითხულობთ პარტია „ქართული ოცნების" 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პროგრამაში.
როგორც დოკუმენტში წერია, სახელმწიფო გააუმჯობესებს ნარკოდამოკიდებული პირებისთვის ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობასა და ხარისხს.
„პრევენციული პროგრამებით, სახელმწიფო უზრუნველყოფს ნარკოტიკების უკანონო მოხმარებაში ადამიანების, განსაკუთრებით ახალგაზრდების ჩაბმის თავიდან არიდებას", - წერია პროგრამაში.
რაც შეეხება „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის დროს გატარებულ ღონისძიებებს ნარკოპოლიტიკის კუთხით, პროგრამაში აღნიშნულია, რომ რეპრესიული ნარკოპოლიტიკა ჩანაცვლდა სახელმწიფოს დაბალანსებული ნარკოპოლიტიკით.
„მნიშვნელოვნად გაიზარდა ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა დამოკიდებული პირებისთვის. გაუქმდა ზედოზირების შემთხვევების სამედიცინო პერსონალის მიერ პოლიციისთვის ცნობების პრაქტიკა.სახელმწიფოს მიერ მიღებული ზომების შედეგად ქვეყანაში 99%-ით შემცირდა კუსტარული ნარკოტიკების, ხოლო 90%-ზე მეტით-ე.წ. „ბიონარკოტიკის“ მოხმარება. ნარკოტიკული დანაშაულისა და ნარკოტრანზიტის წინააღმდეგ ბრძოლამ უპრეცენდეტო მასშტაბებს მიაღწია. განისაზღვრაფარმაცევტის პასუხისმგებლობა ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემაზე", - ნათქვამია პროგრამაში.
ასევე 90% ნაღდად არ შემცირებულა ბიოს მოხმარება. როგორც ადრე იშოვიდი ეხლაც ისევე მარტივად იშოვი მაგრამ ფასი გაიზარდა, რადგან შავ ბაზარზე ყიდულობ და არა ინტერნეტით იწერ ))
ვის აგოიმებს ოცნება?
This post has been edited by Dface on 9 Sep 2016, 00:47
//The fear of death follows from the fear of life. A man who lives fully is prepared to die at any time.//