«რა ცუდი თაობა წამოვიდა», — ბუზღუნებს უფროსი თაობა. თუ ამ გზავნილიდან გამოვალთ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ გარშემო, სადაც არ უნდა გაიხედო, მხოლოდ ქალაჩუნა მამაკაცები, თავის ვირტუალურ სამყაროში ჩაკაფსულებული «აიტიშნიკები», ემანსიპირებული “ისტერიჩკები” და მდიდარ «მამიკოზე» გათხოვების მოსურნე გოგონები გვახვევია. აღარაფერს ვამბობ ლოთებსა და ნარკომანებზე.
ნაცია ნადგურდება? რა თქმა უნდა არა. მაგრამ საკითხი, თუ როგორ აღვზარდოთ სწორად ბავშვები, განსაკუთრებით აქტუალურია. უამრავი «პროგრესული» მეთოდი არსებობს და მშობლები უკიდურესობაში ვარდებიან. ერთნი თავიანთ შვილებს პრაქტიკულად ყველაფრის უფლებას აძლევენ და შემდეგ უკვირთ, რომ მათი უკვე სრულწლოვანი შვილი ცხოვრებასთან საერთოდ ვერ ადაპტირდება . მეორენი პირიქით, მთელი ძალით ცდილობენ, რომ შვილი ბოლომდე დატვირთონ, თვლიან, რომ მათი მთავარი ამოცანაა გახსნან თავიანთი მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ბავშვები და არ ფიქრობენ იმაზე, რომ ბავშვობას ართმევენ მათ. ორივე შემთხვევაში, მშობელს კეთილი ზრახვები ამოძრავებს, მაგრამ იმდენად «უყვართ» თავიანთი ბავშვები, რომ ვერ ამჩნევენ, როგორ ასახიჩრებენ მათ.
არსებობს კი ოქროს შუალედი? დღეს ამ რთულ საკითხს ფსიქოთერაპევტ ანდრეი მეტელსკისთან ერთად განვიხილავთ. ანდრეი მეტელსკი. ვინ არის იგი?
ანდრეი მეტელსკი მშობელთა და შვილთა პრობლემებს უკვე არაერთი ათწლეულია წყვეტს. განათლებით იგი ექიმი-პედიატრია, მოზარდთა ფსიქოთერაპევტი, სექსოლოგი, გარდა ამისა გეშტალტ-ტრენერი, INTC ცენტრის სერტიფიცირებული ტრენერი, თანამედროვე ნლპ-ს ინსტიტუტის თანადამფუძნებელი. ჩვენი თანამოსაუბრის რეგალიების ჩამოთვლა საკმაოდ დიდხანს შეგვიძლია, მაგრამ საჭიროა?
ანდრეისთან საუბარი თავიდანვე რთული, არაკომფორტული და ცოტა შემაშინებელიც აღმოჩნდა. სცადეთ მისი აზრებისა და გამოცდილების საკუთარ თავზე გამოცდა. დარწმუნებული ვარ, ეს გაიძულებთ, საკუთარ ცხოვრებას სულ სხვა კუთხით შეხედოთ.
— დავიწყოთ მთავარით. მართლა ვასახიჩრებთ ჩვენს შვილებს ჩვენი სიყვარულით?
— ამ რთულ თემაში გასარკვევად, მოდი, ჯერ საბაზისო ცნებები განვსაზღვროთ. ვშიშობ, მრავალი მშობლისთვის ძნელი და არასასიამოვნო იქნება მათი აღქმა. მშობლებს შვილები არ უყვართ. ის, რაც იგულისხმება «ბავშვებისადმი სიყვარულში», ყოფით ცხოვრებასა და ფსიქოლოგიაში ეს მიჯაჭვულობაა. სიყვარული – ესაა ერთგვარი შინაგანი მდგომარეობა, რომელიც უბრალოდ არის, მე შემიძლია განვიცადო იგი, მაგრამ ის ვერავისკენ იქნება მიმართული. შესაბამისად, სიყვარული ვერ იქნება მიმართული ვინმესადმი ან რამესადმი. ამიტომ ის, რასაც მთელი ჩვენი ცხოვრების მანძილზე განვიცდით საკუთარი ბავშვების მიმართ, მიჯაჭვულობაა. ამასთან, იგი წააგავს მიჯაჭვულობას სასმელისადმი, მანქანისადმი, სიგარეტისადმი და ა.შ.
განაგრძეთ კითხვა :
http://plus.kvira.ge/%E1%83%A4%E1%83%A1%E1...83%9B%E1%83%94/
მიმაგრებული სურათი