პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი აცხადებს კონკურსს შემდეგ ვაკანტურ თანამდებობაზე: დეველოპერი
ფუნქციები:
აპარატის მუშაობის ავტომატიზაციისათვის ახალი პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა და განვითარება;
კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციებთან ერთობლივი ინფორმაციული სისტემების შექმნისა და დანერგვის პროცესში მონაწილეობა;
აპარატში არსებული ლოკალური პროგრამული უზრუნველყოფის ტექნიკური და პროგრამული მხარდაჭერა;
აპარატში ინფორმაციული ტექნოლოგიების მართვის და ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო და სახელმწიფო სტანდარტების დანერგვაში მონაწილეობა;
ინსპექტირების პროცესში ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით ინსპექტირების დეპარტამენტის მხარდაჭერა;
დეპარტამენტის უფროსის დავალებით სხვა ფუნქციების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი ტექნიკური განათლება;
პროგრამისტის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
NET, C# ტექნოლოგიების ცოდნა;
MS SQL, ASP.NET, C#, Html, MVC 5, Web Api, java[ertad]script, PHP, CSS ცოდნა;
რელაციურ მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება; T-SQL-ის ცოდნა;
სასურველია სხვადასხვა პროექტზე ერთდროულად მუშაობის უნარი და გამოცდილება;
საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Office applications, MS Window;
გუნდური მუშაობის, სამუშაოს დაგეგმვისა და პროცესის მართვის, შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის, კომუნიკაციის, დროის ეფექტური მართვის უნარები;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVa...s/Details/39354ვაკანსია