http://news.ge/ge/news/story/193041-tofadz...as-ver-miighebs თოფაძის პარტია არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს
გოგი თოფაძის პოლიტიკურმა პარტიამ - „მრეწველები“ - ცესკოში პარტიული სიის წარდგენა ვერ მოასწრო. ვადა პარტიას გუშინ, დღის ბოლომდე ჰქონდა. შესაბამისად, თოფაძის პარტიას რეგისტრაცია გაუუქმდა და იგი არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
არჩევნებში მონაწილეობაზე საკუთარი განცხადებით თქვა უარი ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა „გირჩი“. პოლიტიკურმა გაერთიანებამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას განცხადებით მიმართა და რეგისტრაცია გააუქმა.
ვადის ამოწურვამდე ცესკოში პარტიული და მაჟორიტარული სიები, ამ დროის მონაცემებით 27-მა პოლიტიკურმა სუბიექტმა წარადგინა.
სიების წარდგენიდან ორი დღის ვადაში კი, თანამდებობები უნდა დატოვონ იმ პირებმა, რომლებიც სიებში ფიგურირებენ.