შარშან, ობამას ადმინისტრაციამ, იაპონიასთან და ასევე, რამდენიმე განვითარებად ქვეყანასთან, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გააფორმა (ტრანს-ოკეანური პარტნიორობა), რომელსაც პრეზიდენტობის ახლანდელი კანიდატები, მაშინვე ეწინააღმდეგებოდნენ
ხელშეკრულება, დღემდე დამუხრუჭებულია - ამერიკელი ანალიტიკოსის სტატიაში ლაპარაკია თავისუფალი ვაჭრობის დადებით და უარყოფით მხარეებზე, განსაკუთრებით მის გავლენაზე ღარიბი და განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკაზე
ორიგინალი - Free Trade, Politics, and the Wealth of Nations
http://www.mauldineconomics.com/this-week-...alth-of-nationsთარგმანი: თავისუფალი ვაჭრობა, პოლიტიკა და ერების სიმდიდრე
06.09.2016
უთანხმოება ტრანს-ოკეანურ პარტნიორობასთან დაკავშირებით, მწვავდება ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამ ეტაპზე, პრეზიდენტობის ორივე კანდიდატი მისი წინააღმდეგია. როგორ ჩანს, დონალდ ტრამპი ეწინააღმდეგება საერთაშორისო შეთანხმებების უმეტესობას, მათ შორის არაეკონომიკურებსაც. მას მიაჩნია, რომ მსგავსი ხელშეკრულებები, უფრო საზიანოა, ვიდრე სასარგებლო. ზოგიერთის აზრით, ის ღარიბ ქვეყნებს არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს - საერთაშორისო გაერთიანებების ხელში.
სხვები ამბობენ, რომ მსგავსი შეთანხმებები დაბალხელფასიანი ქვეყნების ხარჯზე, ამდიდრებს საერთაშორისო კორპორაციებს და აზიანებს მუშებს. საინტერესოა, რომ რესპუბლიკური პარტია თვითონ შეუერდა მათ, ვინ გლობალიზმს აპროტესტებს დიდი ოცეულის ყოველ შეხვედრაზე. ეს საინტერესოა, მაგრამ არა გასაკვირი, რადგანაც თავისუფალი ვაჭრობა ცენტრალური საკითხი გახდა და იდეოლოგიას სცილდება.
თავისუფალი ვაჭრობა: თეორიულად მშვენიერი...
არგუმენტი, რომელიც სულ უფრო მეტად დომინირებს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, არის ის, რომ თავისუფალი ვაჭრობა (ვაჭრობა ტარიფებისა და რეგულირების გარეშე), თავისი პრინციპით პროტექციონიზმზე მაღლა დგას. ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, ომის შემდეგ გავრცელდა. საკითხავი კი ის არის, თუ რამდენად სასურველია პრაგმატული თვალსაზრისით.
საუკეთესო არგუმენტი, თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებით, დევიდ რიკარდომ მოიტანა მე-19 საუკუნის დასაწყისში. მასში მთავარი იყო შედარებითი უპირატესობის თეორია. იგი ვარაუდობდა, რომ ყველა ერს ჰქონდა ერთი პროდუქტი ან პროდუქტების ჯგუფი, რომლითაც უპირატესობა ჰქონდა სხვა ქვეყნებთან მიმართებაში. თუ ერი კონცენტრირდებოდა თავის ყველაზე მნიშვნელოვან საქმიანობაზე, თავის შემოსავალს მაქსიმალურად გაზრდიდა.
გარდა ამისა, სხვებისთვის საკუთარ ბაზარზე თავისუფალი მიდგომის საშუალება, საქონლის უფრო ფართო არჩევანზე დაბალ ფასებში მუდმივ წვდომას იძლევა. აქედან გამომდინარე, საკუთარი ბაზრის გახსნა მომგებიანია, ანაზღაურების გარეშეც კი. თეორიულად, ეს დამაჯერებელი არგუმენტია. პრობლემა რეალობაა.
რეალობა ის არის, რომ ერების უმეტესობა, მათ შორის აშშ, ჩართული იყო პროტექციონისტულ პრაქტიკებში მეორე მსოფლიო ომამდე. ზოგიერთი სასარგებლო იყო, ზოგიერთი კი არა. მე-19 საუკუნეში ეს იყო ნორმა და დაემთხვა მასიურ გლობალურ ეკონომიკურ ზრდას. აშშ-ს შემთხვევაში, ცივი ომის შემდეგ ამერიკის ეკონომიკაში აგორებულმა ტალღამ, ის გარდაქმნა გლობალური ეკონომიკის იარუსად და წამყვან ძალებსაც კი აღემატებოდა.
ზოგი ამბობს, რომ შეერთებული შტატები უფრო ბევრს მიაღწევდა ტარიფების გარეშე, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა. უმეტესად, ისინი დიდ განსხვავებას არ ქმნიდნენ და ალბათ, ზრდისთვისაც კრიტიკული იყო.
მაგრამ რა ხდება პრაქტიკაში?
თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებული არგუმენტი თეორიულად შესაძლოა, ძლიერია, მაგრამ რამდენიმე პრობლემა აქვს:
პირველ რიგში, - იმისთვის, რომ ივაჭროთ, უნდა შექმნათ პროდუქტი, რომელიც სხვებს სჭირდებათ. თუ თქვენი ბაზრები არ არის დაცული, უფრო განვითარებული ქვეყნები მუდმივად შესთავაზებენ პროდუქტს დაბალ ფასად და უკეთესი ხარისხისას, ვიდრე თქვენს ქვეყანას შეუძლია აწარმოოს განვითარების ადრეულ ეტაპზე. შედეგად, თქვენ ვერ შეძლებთ საკუთარი მრეწველობის განვითარებას და დაბალი ღირებულების საქონლის შეძენასაც კი, რაც განაპირობებს ეკონომიკური განვითარების დაბალ დონესა და სიღარიბეს.
ადრეული პროტექციონისტული ღონისძიებები საჭიროა, როდესაც ერი იწყებს თავის სამრეწველო რევოლუციას... წინააღმდეგ შემთხევაში რევოლუცია მარცხს განიცდის. ამერიკას ამის პრატიკა მე-19 საუკუნეში ჰქონდა, გერმანიას კი 1950-იან წლებში. მაგრამ თავისუფალი ვაჭრობის ამჟამინდელი შეთანხმებები, ხელს უშლის ეკონომიკების წამოწყების მცდელობებს და ინარჩუნებს დაწესებულ, არსებულ ეკონომიკას. ეს არის მემარცხენე არგუმენტი.
მემარჯვენეების არგუმენტი არის ის, რომ თავისუფალი ვაჭრობა არ მუშაობს, როდესაც ჩინეთის მსგავსი წარმატებული დამწყები ეკონომიკები უპირატესობით სარგებლობენ დროებითი დაბალი ხელფასებითა და საკუთარი ფორმალური და არაფორმალური პროტექციონიზმით. ამ შემთხვევაში, დაბალმა ხელფასებმა შესაძლოა, გაანადგუროს განვითარებული ეკონომიკის მნიშვნელოვანი სექტორები, რადგანაც არ უშვებს ისეთ ექსპორტს, რომლებიც კონკურენციას გაუწევდნენ განვითარებადი ეკონომიკის სხვა სექტორებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს განვითარებადი ქვეყნები იყენებენ თავისუფალ ვაჭრობას განვითარებული ქვეყნების სხვა სექტორების გასანადგურებლად.
შესაძლოა, ორივე მხარე იყოს სწორი. დროის მოკლე პერიოდის განმავლობაში, თავისუფალ ვაჭრობას შეუძლია გაანადგუროს კონკრეტული ეკონომიკური სეგმენტი. გრძელვადიან გეგმაში, ეს შეიძლება გამოსწორდეს და მთლიანობაში, ერების სიმდიდრე გაიზარდოს... მაგრამ, შესაძლოა არათანაბრად, თანაც დრომ და უპირატესობების გადანაწილებამ გამოიწვიოს პოლიტიკური პრობლემა.
პოლიტიკურ ჭრილში
პოლიტიკა არ ნიშნავს ეფექტური ეკონომიკის შეფერხებას, როგორც ბევრი ფიქრობს. რიკარდოს და ადამ სმიტის მსგავსი კლასიკური ეკონომისტები იყენებდნენ მხოლოდ ტერმინ „ეკონომიკას“. ეს არ იყო მხოლოდ თავისუფალი ტერმინოლოგია. ორივეს ესმოდა, რომ კორპორაციების შექმნის მსგავსი პოლიტიკური შეთანხმებები, იმაზე მეტის შესაძლებლობას იძლევა, ვიდრე სამომხმარებლო მეურნეობაა.
მათ ისიც ესმოდათ, რომ ერი არ არის ჰომოგენური მთლიანობა და თავისთავადი ზრდა, განაწილების გათვალისწინების გარეშე, ვერ მოხერხდება. სმიტმა ეს თვალსაზრისი გამოთქვა ნაშრომში „თეორია მორალური გრძნობების შესახებ“, რომელსაც, როგორც ჩანს, არავინ კითხულობს. წიგნი ეკონომიკის პრობლემას „ერების სიმდიდრისგან“ განსხვავებული და საჭირო კუთხით მიუდგა.
ვივარაუდოთ, რომ თავისუფალი ვაჭრობა ქვეყანაში შექმნიდა 20%-იანი წლიური ზრდის ნორმას, მაგრამ გაანადგურებდა ეკონომიკის ძირითად სექტორებს. ერის საკუთარი სახსრები გაიზრდებოდა, მაგრამ ვინ ნახავს სარგებელს ზრდისგან?
ვთქვათ, რომ ეს მხოლოდ გარკვეული სექტორებია. ჯამური რაოდენობა მიგვითითებს, რომ თავისუფალი ვაჭრობა მშვენიერია. ჯამური რაოდენობის მიღმა კი აღმოაჩენთ, რომ შეიქმნა ორი კლასი: ბენეფიციარები და თავისუფალი ვაჭრობის მსხვერპლნი.
თავისუფლად მოვაჭრემ კი შეიძლება თქვას, რომ ეს უბრალოდ ასე ხდება და დამარცხებულები დამარცხებულნი არიან. დამარცხებულები კი იტყვიან, რომ გამარჯვებულები, ფანტაზიის სამყაროში ცხოვრობენ, თუ მიაჩნიათ, რომ სიტუაციის შენარჩუნების ნება მიეცემათ.
ადამიანები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მხოლოდ ეკონომიკურ ცხოვრებაშია შესაძლებელი საკუთარ ინტერესებზე ფიქრი, ფუნდამენტურ შეცდომას უშვებენ. მორალურ აბსოლუტად საკუთარი ინტერესების დადგენა ვრცელდება საზოგადოების სხვა სივრცეებშიც, როგორიცაა პოლიტიკა.
პრაქტიკაში ეს ნიშნავს, რომ ამ ექსტრემალური მოდელის შედეგი იქნება საკონფისკაციო გადასახადები, ნაციონალური შემოსავლის გადანაწილება, ტარიფების დაკისრება და ასე შემდეგ. გამარჯვებული იტყვის, რომ სიმდიდრე საკუთარი ძალისხმევით მოიპოვა, დამარცხებული კი იტყვის, რომ თაღლითობით. ეს შეუსაბამო არგუმენტებია.
უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ორივე, გამარჯვებულიც და დამარცხებულიც, გააგრძელებს საკუთარი ინტერესებით მოქმედებას სფეროში, რომელიც დიდ უპირატესობას მისცემს. როგორიც უნდა იყოს თქვენი აზრი, ეს რეალურად ხდება.
უხილავ ხელს ზედმეტად დიდი დრო სჭირდება
გრძელვადიანი არგუმენტი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ამბობს, რომ დროთა განმავლობაში, თავისუფალი ვაჭრობით გამოწვეული ტკივილი მივა უზარმაზარ უპირატესობებამდე, რომლებიც თანაბრად გადანაწილდება. ეს არის ძლიერი შემთხვევა. საკითხი მდგომარეობს შემდეგში: რა დროა ამისთვის საჭირო? დავუშვათ, რომ ინდუსტრია გადავიდა სხვა ქვეყანაში, აუქმებს სამუშაო ადგილებს ერთ ადგილას და შექმნის სხვა დაბალხელფასიან ადგილას. ერის სიმდიდრე შესაძლოა გაიზარდოს.
თუმცა, ამ ინდუსტრიის ყოფილი თანამშრომლები შესაძლოა გაჩანაგდნენ. ვივარაუდოთ, რომ საჭირო იქნება მთელი თაობა გაზრდილი ეროვნული სიმდიდრის უპირატესობებისათვის, რათა შექმნან ახალი საწარმოები ახალი გამოგონებების საფუძველზე. ეს არ არის დიდი დრო ქვეყნისთვის, მაგრამ ძალიან დიდი დროა ინდივიდისთვის.
45 წლის ადამიანმა, რომელიც კარგავს სამსახურს საწარმოს გადაადგილების გამო, შეიძლება აღმოაჩინოს, რომ ახალი საწარმოსთვის საჭირო ახალი უნარების სწავლა წარმოუდგენლად ძვირია და ძალიან დიდი დრო სჭირდება. ეს მუშაკი, შესაძლოა, ვეღარასდროს დასაქმდეს ისეთ სამსახურში, რომელიც დაეხმარება ძველებურად ცხოვრებაში. ეს წარმოქმნის პირად უბედურებას, რომელიც იმოქმედებს ხალხის დიდ რაოდენობაზე. ამიტომ, ეს პოლიტიკური პრობლემაა.
მთელი მე-19 საუკუნის მანძილზე, შეერთებულ შტატებს ჰქონდა პროტექციონიზმის პრაქტიკა. მან ტარიფები ორ ბაზად გაყო. ერთ-ერთი იყო ეკონომიკური: რომელი სამრეწველოები უნდა იყოს დაცული, რათა ერის სიმდიდრე გაიზარდოს? მეორე იყო პოლიტიკური: რა არის ამ გადაწყვეტილებების პოლიტიკური შედეგები და შემდგომი ალბათობა იმისა, რომ პოლიტიკოსებს, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ, კვლავ აირჩევენ?
არ არსებობს ამ პრინციპზე პასუხი. თავისუფალი ვაჭრობის მხარდამჭერები არ ყოყმანობენ ხელისუფლების ჩარევის მოთხოვნაზე მაშინ, როდესაც სხვა ქვეყანა იტყუება ან იყენებს თავისუფალ ვაჭრობას თავის საკეთილდღეოდ. პროტექციონისტები მუდმივად იცვლიან პოზიციას იმის შესახებ, თუ რა უნდა ყოფილიყო დაცული ნებისმიერ მოცემულ დროს და რა ხარისხით.
უფრო დიდი სურათი: ანტიგლობალიზმი ზრდის პროცესში
თითოეული მხარე, თავისუფალ ვაჭრობას განიხილავს საკუთარი ინტერესების გადმოსახედიდან. ეკონომიკური გარემოს შესაქმნელად, მხარეები ისე იყენებენ სახელმწიფოს, როგორც უკეთესად მიაჩნიათ - რომელიც უმეტესად ის სიტუაციაა, სადაც ყველაზე მეტ ფულს შოულობენ.
ამიტომ, მორალი რომ გვერდზე გადავდოთ, არგუმენტი თავისუფალი ვაჭრობის სასარგებლოდ, ამერიკაში იცვლება. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, თავისუფალი ვაჭრობის ადვოკატები სულ უფრო მეტად გაძლიერდნენ. 2008 წლის შემდეგ, თავისუფალ მოვაჭრეებსა და პროტექციონისტებს შორის პოლიტიკური ბალანსი შეიცვალა მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის წყალობით, რომლებიც მიიჩნევენ, რომ დაზარალდნენ გაძლიერებული თავისუფალი ვაჭრობით.
ეს ნაწილი ითხოვს, რომ დასრულდეს თავისუფალი ვაჭრობის გაფართოება ან მისი პირობები ხელახლა განისაზღვროს. არგუმენტს, რომ მთლიანობაში სასარგებლოა, მცირე ზეგავლენა აქვს მათ დისკუსიაზე. ანალოგიურად, ეროვნული სარგებლის მიუხედავად, აღმასრულებელი დირექტორიც წინააღმდეგი იქნებოდა სავაჭრო პოლიტიკის ცვლილების, თუ მისი ბიზნესი დაზარალდებოდა. ასეთივე პრინციპით იღებენ მსგავს გადაწყვეტილებას ცალკეული პირები.
თავისუფალ ვაჭრობასა და პროტექციონიზმს შორის ბალანსი, მთავარი პოლიტიკური საკითხია ამერიკაში, მისი დაფუძნების შემდეგ. მაგრამ ახლა, თავისუფალმა ვაჭრობამ უნდა აჩვენოს თავისი უპირატესობა და არა უბრალოდ ამტკიცოს ეს. სისტემა პროტექციონიზმისკენ მიდის.
ამას ექნება მნიშვნელოვანი ეფექტი, რადგანაც ამერიკის შეერთებული შტატები, მსოფლიოს ეკონომიკის თითქმის მეოთხედს ქმნის. მის გადაწყვეტილებებს არაპროპორციული ეფექტები აქვს მსოფლიოზე. აქედან გამომდინარე, მე ვიტყოდი, ამ ციკლში, ომის შემდგომმა ტენდენციამ თავისუფალი ვაჭრობისკენ, თავის ლიმიტს მიაღწია. სხვა სტატიებში მე ვამტკიცებდი, რომ ნაციონალიზმის ზრდა გარდაუვალია და ეს არის მხოლოდ ამ ზრდის ეკონომიკური განზომილება.
http://oxygen.org.ge/Details/PublicationDe...57#.V9PiY1t97ct