ასეთი იმფორმაცია ვრცელდება ამ წუთებში დასავლეთის საიმფორმაციო სააგენტოების მეშვეობით.
რაღაც იცვლება საქართველოს მიმართულებაზე
იმედია ჩვენთვის სანატრელი ტერიტორიული ერთიანობაც მალე აღდგება
ციტატა სტატიიდან : "The US Army is currently, or will soon be, leading a series of critical military exercises in the Black Sea. One notable one is known as Noble Partner. This series of exercises is being conducted with the de facto NATO member Georgia which has effectively become a forward arm of NATO military forces."
საქართველო დეფაქტოდ ნატოს წევრ ქვეყანად მოიხსენიება!
ლინკი:
http://katehon.com/973-battlefield-black-s...led-waters.htmlიენს სტოლტენბერგი - ჩვენ გავაფართოვებთ ნატო-ს ყოფნას შავი ზღვის რეგიონში
08:18 08-09-2016
ჩვენ გავაფართოვებთ ნატო-ს ყოფნას შავი ზღვის რეგიონში, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
სტოლტენბერგის თქმით, ვარშავის სამიტზე მიღებული ამ გადაწყვეტილების კონტექსტში მნიშვნელოვანია დიალოგის წარმოება ალიანსის არაწევრ, პარნიორ ქვეყნებთან - საქართველოსთან და უკრაინასთან.
„შავი ზღვის რეგიონი უმნიშვნელოვანესი გახლავთ ევროატლანტიკური უსაფრთხოებისათვის. ჩვენ რუსული ყოფნის ზრდა ვიხილეთ შავი ზღვის რეგიონში, ასევე, ყირიმის ნახევარკუნძულის ინტენსიური მილიტარიზაცია. ნატო-მ გადაწყვიტა, აგვემაღლებინა ჩვენი ყოფნა შავი ზღვის რეგიონში. მანამდეც იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული, მაგრამ ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს ყოფნას რეგიონში და შავი ზღვის აკვატორიაში. ვარშავის სამიტზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რათა გაგვეფართოვებინა ჩვენი ყოფნა შავი ზღვის რეგიონში და ვმუშაობთ ამ მიმართულებით სამხედრო დაგეგმარების ექსპერტებთან. ნატო-ს მოკავშირეებისთვის უმნიშვნელოვანესია, გაგვაჩნდეს მჭიდრო კონტაქტი პარტნიორ ქვეყნებთან, როგორიცაა უკრაინა, საქართველო და ის, რომ მათთან ვაწარმოოთ დიალოგი იმ თემაზე, რასაც ჰქვია ჩვენი ყოფნის გაზრდა შავი ზღვის რეგიონში“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/3...-regionshi.html This post has been edited by Lаki on 8 Sep 2016, 20:51
This post has been edited by ladoqartveli on 8 Sep 2016, 20:54
When Mamuka Gorgodze does push-ups, he isn't actually pushing himself up... He is pushing the earth down.