#48842672 · 19 Sep 2016, 17:26 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
shota6699 სახელმწიფო დაცვის სამსახურში რომ მოხვდე ანუ ჯარი რომ მანდ გაიარო რეკომენდატორი გჭირდება ეგრე ადვილად არ მიგიღებენ მანდ.. მაგრამ იცოდე რომ გზებზე მოგიწევს ხშირად დგომა თუ სვლაგესზე მოხვდები და ერთი წამით ჩამოჯდომა სიგარეტის მოწევა და ეგეთები აკრძალულია ჩემი მეზობელი მსახურობდა მანდ ოღონთ ეგ მიშას დროს იყო მიშა კიდევ რამდენს დადიოდა და ხან სად დაააყენებდნენ 2-3 საათი მზის ქვეშ და როგორია არ უნდა გაინძრე და უნდა იდგე წვიმაში ქარში მზეში.
შინაგანი ჯარი არის 3 დღეში ერთხელ და გააჩნია ობიექტს ძირითადად შინაგან საქმეთა სამინისტროებს იცავენ სპეცნაზის ბაზებს და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს, მანდ მოხვედრა როგორც ვიცი ადვილად შეგიძლია უბრალოდ გამანაწილებელ პუნქტში უთხარი რომ მანდ გინდა წასვლა.
და მესამე ვარიანტი არის სასჯელაღსრულების დეპარტამენტი ეგეც 3 დღეში ერთხელ არის და მანდაც არ არის საჭირო რეკომენტადორი
თუ რამე კითხვა გაქ აქ ვარ და გიპასუხებ არ არის პრობლემა
This post has been edited by toyota555 on 19 Sep 2016, 17:28
|