Chamaneმომიტევეთ რომ ნიკს შამანად ვკითხულობ და ამრიგად ჩემო მაგიურო შამანო - შეგახსენებდით რომ:
ანტიქრისტე გახლავთ უსხეულო არსება, რომელიც სიკვდილის სამეფოდან ევლინება ადამიანებს აზრებით და ხილვებით მასში დასამკვიდრებლად და თანაც ისე, რომ ადამიანს ისინი საკუთარი აზრები და ხილვები ეგონოს --- საკუთარ წიაღში შობილნი.
წარმოიდგინე ადამიანი, რომელსაც ერთ მხარეზე ანგელოზი აზის მფარველად და მეორე მხარზე კი ეშმაკი და ყურიდან ტვინში უჩხიკინებს სამკაპა ფიწლის ჩიპით და მოკლედ რომ გავაცნობიეროთ --- უტვირთავს და უტენის დაუძინებლად ავ ზრახვებს და ვიდეო ფაილებს გასატუტუცებლად.
თავის მხრივ ანგელოზიც კარნახობს ღვთიურ აზრ-ხილვებს და საბოლოოდ მაინც ადამიანმა უნდა გადაწყვიტოს თავისსავე თავისუფალი ნებით მათ შორის არჩევანი და გადაწყვიტოს თავად მსახურებათა წეს-რიგნი, ან თავად შვას საკუთარი ინდივიდუალური პიროვნება სიკეთის და ბოროტების შეცნობის გზით და ამდენად აიღოს პასუხისმგებლობაც საკუთარ თავზე --- გადაუბრალებლად!
ევამ მაცდუნა, ევა ეშმაკმა და ორივემ მოვინდომოთ მერე ღვთის ცდუნება და აპოკალოფსი გა- #####უოთ --- იქნება სატანის გამარჯვება იდიოტ თვითმკვლელთა ხელით.
ამდენად და ამჯერად მოგახსენებთ შემდეგს:
ანტიქრისტე ვერ გახდება ადამიანი ვერასოდეს, რადგან სიკვდილის მასში დაბუდება გამოიწვევს მის უმალ სულის გაფრთხობას და უსულო ზომბის აღდგინება სააზროვნოდ და სამოქმედოდ --- სიკვდილს არ ძალუძს სიცოცხლის ფუნქციების შესრულება.
რჩება მხოლოდ ის, რომ ადამიანი დაიმონოს ცოცხლად და მართოს აზრ-ხილვებით მოტყუებული და მისი ხელით აკეთოს სიბოროტენი.
წარმოსახვით ასეთი ვარიანტი დავუშვათ, რომ სატანას პროთეზი უყენია და კიჭებად უზის ფუმფულა მონა ადამიანების დამონებული ტვინები და ასრე ცდილობს დაღეჭოს გადასაყლაპავად კაცობრიობა სიკვდილის ბნელ სტომაქში უმომავლოდ.
არაფუმფულებით იპლომბავს ამ მყრალ კიჭებს და ასე ეკრიჭება ღმერთსა:
აი უფალო შენი ქმნილებები როგორ გღალატობენ ჩემი ბრჭყვიალა კიჭობისათვის
და შაითან-სტომატოლოგიურ სკამებზე შემოსასკუპებლად როგორ მევედრებიან მწვანე პლომბებით დავუპლომბო ხარბი ხახებისაკენ საღეჭი აპარატები და თავად იხილოს ისიც, თუ ვის ჰყავს უფრო მეტი პაციენტების რიგნი.
უფრო მოკლედ:
სამოთხის კართანაა უფრო დიდი რიგი, თუ ჯოჯოხეთის?
ინკარნირებულნი, უკვე ნამყოფნი არიან განსაწმენდელში და მათმა უწყიან --- თუ გაიხსენებენ....
ასე რომ --- იერარქია დასაცავია!
This post has been edited by triumpi on 13 Sep 2016, 08:58
მიმაგრებული სურათი