გაზგასამართი სადგურები მძღოლებს ყოველ ნაბიჯზე ატყუებენ. გარდა იმისა, რომ აირბალონებს დაუშვებლად მაღალ ატმოსფეროზე ტუმბავენ, გაზგასამართ ობიექტებში სისტემა ტექნიკურადაც ისეა მოწყობილი, რომ მყიდველი შეძენილი აირის მოცულობასა და ფასშიც მოტყუვდეს. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, თბილისში აირბალონები ყველგან 220-230 ატმოსფრეოზე იტუმბება, ხოლო რეგიონებში ეს მაჩვენებელი 250-260 ატმოსფეროსაც აღწევს, რაც უსაფრთხოების ნორმის უხეში დარღვევაა და ნებისმიერი ასეთი შემთხვევა შესაძლოა, ფატალური შედეგითაც დამთავრდეს.
"სულ ახლახან გავები მახეში. 100 ატმოსფერო მქონდა 13 კბ-იან ბალონში, მაქსიმუმ უნდა ჩასულიყო 7-8 ლარის ბუნებრივი გაზი, მაგრამ 12 ლარის გაზი ჩამიტუმბეს. ნაცნობმა ოპერატორმა პირად საუბარში მითხრა კიდეც, რომ ვერაფერს მოახერხებს, რადგან სისტემა ტექნიკურად ისეა დამონტაჟებული, რომ ციფერბლატზე 10 ლარს წერს, როცა სინამდვილეში 9 ლარის გაზი იტუმბებაო.
http://www.bpn.ge/finansebi/26382-gazgasam...html?lang=ka-GEროგორც გავიგე, ჩამსხმელი ვინცაა 3% ს აძლევენო მაგ მოტეხილიდან
This post has been edited by abati on 13 Sep 2016, 11:37