სალამი ხალხო, ერთი კითხვა მაქვს თქვენთან.
მოკლედ სოფელში წყლის პრობლემა მაქვს, მოდის ძალიან ცოტა, ხოდა ვიფიქრე ტუმბოს დავუყენებ რომ გააძლიეროს ნაპორი თქო, ანუ გამოწოვოს
ეხლა რა ხდება, ქუჩის ბოლოში დგას მაღალზე 16 ტონიანი ბაკი, და ამ ბაკიდან გვაქვს გამოყვანილი 25 იანი შლანგით ყველას სახლამდე (ყველას თავისი შლანგი აქვს), ხოდა ჩემი სახლი აღმართზეა ისე რომ ბაკის სიმაღლეს უტოლდება თითქმის (ბაკი 5 მეტრზეა აწეული), ხოდა თუ ბაკი სავსეა მოდის ასე თუ ისე, თუ დააკლდება იკლებს.
ბაკიდან ჩემამდე 250 მეტრია და 5 მეტრი სხვაობა სიმაღლეში (ანუ ბაკის ძირი და ჩემი სახლი ერთ სიმაღლეზეა)
ხოდა დღეს დავიარე ელიავა, რაც მანახეს უმეტესობამ თქვა გაუჭირდება მაგ საქმის გაკეთება ამ ტუმბოებსო, რავიცი ზუსტ პასუხს ვერავინ მეუბნება.
ერთმა მითხრა იქ თავში აბრატნი კლაპანი დააყენე, რომ წყალი უკან არ წავიდეს და შლანგი სულ ავსებული იქნება წყლითო და მერე გამოქაჩავსო.
ხოდა ვერ გავიგე რა, ან რა სიძლიერის ტუმბო მჭირდება, რამდენ კილოვატიანი, ან რა ბრენდი, ჩინურები თუ გაქაჩავს მაგდენს და ასე შემდეგ.
ტუმბო დიდხანს არ იქნება ჩართული, 1 ტონიანი ბაკი მაქვს სახლში და ის უნდა აავსოს როცა დაიცლება რა. ძალიან იშვიათად ვარ იქ.
ხოდა მაქსიმუმ 400-500 ლარის ფარგლებში ვიყიდი რამე ნორმალურ ტუმბოს ამ საქმისთვის?
მოდერატორს ბოდიში თუ არსწორად გავხსენი თემა, ხვალისთვის მჭირება ტუმბო მეჩქარება ცოტა.
http://makita.ge/product/?cat=40WPEm5500 G ზე რას ფიქრობთ?
This post has been edited by maxo-tt on 11 Sep 2016, 19:58
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)