პირველი .......
ტომას ისიდორ ნოელ სანკარა , მეტსახელად აფრიკელი ჩეგევარა
აფრიკის კონტინენტის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს სახელმწიფო -ბურკინა-ფასო, მისი ისტორია ცოტათი თუ განსხვავდება აფრიკაში ყოფილი ევროპული კოლონიების ისტორიისაგან. ქვეყანა 1960 წელს განთავისუფლდა ფრანგული კოლონიალიზმიდან. ახალი სახელმწიფოს პრეზიდენტი ხდება ადგილობრივი დისიდენტი და “აფრიკული დემოკრატიული გაერთიანების” ერთერთი ლიდერი მორის იამეოგო. რომელმაც პირველი რაც გააკეთა, აკრძალა ყველა პარტიების ფუნქციონირება გარდა თავისისა. 1965 წელს იამეიგო კვლავ იმარჯვებს არჩევნებში, რომელშიც ის ამომრჩეველთა ხმების 99.9% იღებს. მაგრამ სამი თვის შემდეგ საერთო ნაციონალური გაფიცვის შედეგად ქვეყნის ხელისუფლებაში მოდიან სამხედროები სანგულე ლამიზანის მეთაურობით. 1970 წელს ზემო ვოლტა იღებს ახალ კონსტიტუციას, დაშვებულია პოლიტიკური პარტიების მოქმედება, მაგრამ “დემოკრატობანას თამაში” ბეზრდება ლამიზანს, რომელსაც უხდება ლავირება რესპუბლიკაში შექმნილ გავლენიან ჩინოვნიკების ჯგუფებსა და ოლიგარქებს შორის. საპასუხოდ ის ახდენს ხელისუფლების უზურპაციას და ანიჭებს თავის თავს დიქტატორულ უფლებამოსილებებს. 1980 წელს ზემო ვოლტაში ხდება მორიგი სამხედრო გადატრიალება და ძალაუფლება გადადის სხვა პოლკოვნიკს საიე ზერბოს ხელში.
სწორედ მაშინ პოლიტიკურ არენაზე ჩნდება “აფრიკული ჩე გევარა” ტომას სანკარა. ეს პრეზიდენტი მართლაც გამოიყურება უნიკალურ მაგალითად, შავი აფრიკის დიდებულ სასახლეებში მცხოვრები სხვა მმართველების ფონზე. 1981 წელს სანკარა დაინიშნა ინფორმაციის სახელმწიფო მდივნად. კაბინეტის პირველ სხდომაზე ის მოვიდა ველოსიპედით. 1982 წელს ის მიდის ზერბოს ხელისუფლების წინააღმდეგ ოპოზიაციაში და სამხედროებს ადანაშაულებს მშრომელების და პროფკავშირების შევიწროებაში.
იმავე წელს ახალი სამხედრო გადატრიალების შემდეგ პრეზიდენტის სავარძელს იკავებს მაიორი ჟან ბატისტა უედრაოგო, რომელი სანკარას ნიშნავს ზემო ვოლტის პრემიერმინისტრად. მაგრამ ფრანგები თავისი ყოფილი კოლონიებიადან ფორმალურად წასვლის შემდეგ, მაინც ინარჩუნებდნენ გავლენას ადგილობრივ ისტაბლიშმენზე და სანკარას შეხედულებები ჩათვალეს “ძლიერ რადიკალურად”. მას აპატიმრებენ და მიუსჯიან შიდა პატიმრობას. სამი თვის შემდეგ დედაქალაქის გარნიზონში მომხდარი ბუნტის შემდეგ ტომას სანკარას ათავისუფლებენ და მალე ის იკავებს უმაღლეს სახელმწიფო პოსტს.
სანკარას პირველი დეკრეტი არის ქვეყნის სახელწოდების შეცვლა, ზემო ვოლტის ნაცვლად ქვეყანას ეწოდა ბურკინა-ფასო (მოუსყიდველი ხალხის ქვეყანა) და ის აცხადებს სოციალური რევოლუციის კურსს.
სახელმწიფოს მეთაურად გახდომის შემდეგ, ის ცხოვრობდა არმისს კაპიტანის ხელფასზე, 450 დოლარად თვეში, ხოლო საპრეზიდენტო ხელფასს ის რიცხავდა ობოლი ბავშვების ფონდში. მის ხელისუფლების სიახლე იყო ყველა ჩინოვნიკების შემოსავლების და საბანკო ანგარიშების გასაჯაროება.
სანკარამ უარი თქვა თავის კაბინეტში კონდენციონერის დაყენებაზე, ის ამბობდა, რომ მას სცხვენია იმ ხალხის წინაშე, რომელსაც არ გააჩნია ასეთი ფუფუნება. უარი თქვა თავისი პორტრეტების, ქუჩაში ან დაწესებულებებში გამოფენის სანქციონირებაზე, ის აცხადებდა, რომ ქვეყანაში ისეთი, როგორიც თითონაა არის კიდევ შვიდი მილიონი. მისი ბრძანებით გაიყიდა მთელი სამთავრობო ავტოპარკი, რომელიც ძირითადად შედგებოდა მერსედესებისაგან. მათ მაგივრად მინისტრების საჭიროებისათვის შეძენილი იქნა “რენო-5” – ყველაზე იაფი ავტომობილი ქვეყანაში იმ დროისათვის. სანკარამ შეამცირა ჩინოვნიკების ხელფასები, აგრეთვე აკრძალა მათ მიერ პირადი მღოლებით სარგებლობა და პირველი კლასის თვითმფრინავებით ფრენა. სანკარას მოსვლიდან სამი წლის შემდეგ (1986) მსოფლიო ბანკი აცხადებს, რომ ბურკინა-ფასომ დაამარცხა კორუფცია. (!)
სანკარამ შემოიღო, ქვეყანაში უფასო განათლება და ჯანმრთელობა. მისი პრეზიდენტობის პერიოდში დაირგა 10 მილიონი ხის ნერგი, რომელმაც შეაჩერა სახარის ქვიშის გადასვლა სამხრეთით. ბავშვთა სიკვდილიანობა შემცირდა ორჯერ, ტომის ბელადებს ჩამოერთვა ყველანაერი პრივილეგიები და ქონება, აიკრზალა გლეხების მიერ მათთვის ხარკის გადახდა და სავალდებულო სამუშაოს შესრულება. სამი წელში “შავმა ჩემ” შეძლო ქვეყნის სურსათით თვითდაკმაყოფილება. (!) ქალების უფლებები გაუთანაბრდა მამაკაცებისას, ქალებმა მიიღეს განათლების უფლება. აკრძალული იქნა ველური ტრადიცია, ქალებისათვის გენეტალიების მოჭრა, დაძალებითი ქორწინება და მრავალცოლიანობა. რევოლუციის პირველ წელს ჩატარდა “სოლიდარობის დღე”, როცა მამაკაცები ვალდებული იყვნენ თავად მოემზადებინათ სადილი, წასულიყვნენ ბაზარში სავაჭროდ, რათა გაეცნობიერებინათ ქალური ცხოვრების სიძნელეები. ბურკინა-ფასოში დაიწყო კონტრაცეფციის საშუალებების გავრცელება, ხოლო სანკარას ხელისუფლება გახდა პირველი აფრიკაში, რომელმაც გამოაცხადა შიდსის ეპიდემია და მას თვლიდა სერიოზულ საფრთხედ აფრიკული ხალხებისათვის.
ტომას სანკარა მოკლული იქნა 1987 წლის 15 ოქტომბერს, ძნელი არაა მიხვედრა, რომ ეს მოხდა მორიგი სახელმწიფო გადატრიალების დროს. სანკარას ჩამოგდების შემდეგ, მის მიერ პრივილეგიაჩამორთმეულმა ჩინოვნიკებმა, აღადგინეს დაკარგული status quo. მაგალითად ახალი პრეზიდენტის ბლეზა კომპაორეს პირველი გადაწყვეტილება იყო პერსონალური ბოინგის შეძენა, რომელიც მან იყიდა იმ სახსრებით, რომელიც გათვალისწინებული იყო დედაქალაქის გარეუბნების კეთილმოსაწყობად.
ტომას სანკარა იყო მრავალმხვრივ განვითაღებული პიროვნება. პოლიტიკის მიღმა ის უკრავდა გიტარაზე ჯაზ-ჯგუფში «Tout-à-Coup Jazz», დადიოდა მოტოციკლით და ველოსიპედით, თამაშობდა ფეხბურთს. ის აგრეთვე არის ლექსებისა და პროზების ავტორი, ბურკინა-ფასოს სახელმწიფო ჰიმნის ავტორი.
დღეს ბურკინა-ფასო მსოფლიოს ერთერთი ყველაზე უფრო ღარიბი ქვეყანაა. მოსახლეობის 90 % დაკავებულია ნატურალური სოფლის მეურნეობით, რომელიც ხშირად ზარალდება გვალვისაგან. მშპ ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს 1200 აშშ დოლარს (206-ე ადგილი მსოფლიოში) მოსახლეობის ნახევარზე მეტი ცხოვრობს სიღარიბის ზრვარს ქვევით. საფრანგეთმა კი კვლავ დაიწყო ბურკინა-ფასოში საქონელის ექსპორტზე ფულის კეთება.
სიკვდილის შემდეგ აღმოჩნდა , რომ მისი დანატოვარი ქონება არის ძველი “პეჟო” ნაყიდი ხელისუფლებაში მოსვლამდე, მაცივარი, გატეხილი საყინულეთი, სამი გიტარა და ოთხი ველოსიპედი.
* * *
"მთელი ცხოვრება სულითა და გულით ვცდილობდი იმას, რომ ამ ქვეყანაში არ ყოფილიყო უსამართლობა , ლოთობა , გარყვნილება , ზედმეტი ფუფუნება , ბორდელები სადაც ადამიანები სხეულთან ერთად სულსაც ჰყიდდნენ ; არ ყოფილიყო ზეწოლა , ძმათამკვლელი ომი და ეროვნული შუღლი .... მე მსურდა კაცობრიობისათვის ჩემი სიყვარული გამომეხატა და გამენთავისუფლებინა იგი თანამედროვე პერიოდში გამეფებული სიბინძურისაგან ."
პროფესიონალი რევოლუციონერი ; ფელიქს ძერჟინსკი
* * *
მეორე......
დღეს გვსურს ყურადღება გავამახვილოთ აზიის რეგიონზე, კერძოდ ჩინეთზე, სადაც ეკონომიკა კვლავ ჩქარი ტემპით ვითარდება. მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტები ვარაუდობდნენ ქვეყნის ეკონომიკური ზრდის შენელებას, საერთო შიდა პროდუქტმა კვლავ მოიმატა და გადააჭარბა 7,5 პროცენტს.ბოლოდროინდელი მაკროეკონომიკური მაჩვენებლებიც პროგნოზზე გაცილებით უკეთესი აღმოჩნდა. წლის მონაცემის მიხედვით ქვეყნის ექსპორტი გაიზარდა 7,9 პროცენტით, რამაც ფულადი სახით შეადგინა 2,21 ტრილიონი, ხოლო იმპორტი ასევე გაზრდილია 7,3 პროცენტით - 1,95 ტრილიონამდე. საერთო ჯამში სავაჭრო ბალანსის პროფიციტმა შეადგინა 259,75 მილიარდი, რაც წლის მაჩვენებლის მიხედვით 7,6 პროცენტით არის მომატებული.„ადმირალ მარკეტსის“ ტრეიდერებს და ფორექსით დაინტერესებულ პირებს ვთავაზობთ დღევანდელი ფორექსის ბაზრის მოკლე მიმოხილვას. დღეს დოლართან მიმართებაში ვალუტები შემდეგნაირად გამოიყურებიან.ევროზე ფასმა მოიმატა 0,13 პროცენტით. წყვილზე ვითარდება აღმავალი საკორექციო მოძრაობა. მისთვის წინაღობებს წარმოადგენს 1,3645 და 1,358 ნიშნულები. ამჟამად ვაჭრობა მიმდინარეობს 1,362 ნიშნულთან.ფუნტ სტერლინგზე ფასი შემცირდა 0,15 პროცენტით. ევროპის სესიაზე წყვილზე განვითარდა დაღმავალი მოძრაობა. მისთვის წინაღობებია 1,6375 და 1,631 ნიშნულები. ამჟამად ვაჭრობა მიმდინარეობს 1,6345 ნიშნულთან.იაპონურ იენაზე ფასი შემცირდა 0,17 პროცენტით. გუშინდელი აღმავალი მოძრაობის შემდეგ, დღეს წყვილი იმყოფება ფლეტში, რომლის საზღვრებია 104,9 და 104,6 ნიშნულები. ამჟამად ვაჭრობა მიმდინარეობს ამ ნიშნულებს შორის.ძვირფას ლითონებზე დღეს შემდეგი სურათია:ოქროზე ფასმა დაიკლო 0,15 პროცენტით და ვაჭრობა გააგრძელა 1236 ნიშნულთან, ხოლო ვერცხლზე ფასი შემცირდა ნახევარი პროცენტით და ვაჭრობა მიმდინარობს 20 ნიშნულთან.ნავთობზე დღეს ფასმა დაიკლო 0,19 პროცენტით და
ბარელზე შეადგენს 94 დოლარს.
* * *
მესამე.....
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დე-იურე აღიარება
თურქეთი — 1918 წლის 3 ივნისი (ოღონდ თურქეთი ნახევარ საქართველოს აღიარებდა , და შემოჭრილიც კი იყო ჩვენს ტერიტორიებზე )
რუსეთი — 1920 წლის 7 მაისი ( საქართველოს რესპუბლიკის პირველ ამღიარებლად ითვლება საბჭოთა რუსეთი , როდესაც საქართველოს წარმომადგენელი გრიგოლ ურატაძე რუსეთში ჩავიდა პირველი კრემლის ქართველს იოსებ სტალინს შეხვდა , სტალინს საქართველოს რესპუბლიკად აღიარება ძალიან მოწონდა , და გრიგოლ ურატაძეს უთხრა რომ არფერი აქ საწინააღმდეგო საქართველოს რესპუბლიკად ქცევისა .. და თან დაპირდა რომ ლენინს დაელაპარაკებოდა და დაითანხმებდა საქართველოს აღიარებაზე და ასეც მოხდა 1920 წლის შვიდ მაისს . ამ აღიარებამდე რუსეთის შიშით ვერავინ ბედავდა ჩვენს აღარებას და ყველა მიიჩნევდა საქართველოს რუსეთის ერთ უმნიშვნელო ტერიტორიად რომელზეც რუსული იურისდიქცია მალე აღსდგებოდა .. მაგრამ როდესაც თვითონ რუსეთმა გვაღიარა ამის შემდეგ მთელ რიგ ქვეყნებმა გვცნო , დამოუკიდებლობის აღიარება საქართველოს გასაბჭოების შემდეგაც გრძელდებოდა. )
გერმანია — 1920 წლის 24 სექტემბერი
შვეიცარია — 1920 წელი
ბელგია — 1921 წლის 27 იანვარი
საფრანგეთი — 1921 წლის 27 იანვარი
ინგლისი — 1921 წლის 27 იანვარი
იტალია — 1921 წლის 27 იანვარი
იაპონია — 1921 წლის 27 იანვარი
ავსტრია — 1921 წლის 17 თებერვალი
რუმინეთი — 1921 წლის 18 თებერვალი
ჰაიტი — 1921 წლის 9 მარტი
ლიბერია — 1921 წლის 28 მარტი
მექსიკა — 1921 წლის 14 აპრილი
პანამა — 1921 წლის 26 აგვისტო
სიამი — 1921 წლის 20 ნოემბერი
ლუქსემბურგი — 1922 წლის 23 თებერვალი
https://www.facebook.com/1631831390423135/p...?type=3&theater