eddie153ჰმ, ეს რა თემა წამოწეულა აქ ფორუმზე
ანუ ეს ქალბატონი ნაცია ჰო, ამის თქმა გინდათ

ძალიან მეზარება და არ მაქვს დრო და სურვილი, ის ძველი თემები ამოვჩხრიკო, რის გამოც ჯვარს მაცვა ფორუმმა, სრულიად სამარცხვინოდ მოიქცა ერთი-ორი იუზერი, მართლა.
მოკლედ გეტყვით და მაქსიმალურად კორექტულად, ეს არის ჩვეულებრივი მანიპულატორი ადამიანი, მარტივად რომ ვთქვათ, მატყუარა და ინტრიგანი.
ნაციონალების დროს ლანძღავდა ზუსტად მთავრობას და ათას ტყუილს აბრალებდა სრულიად უდანაშაულო ადამიანებს.
ზუსტად ნაციონალების დროს არაერთხელ დახმარებია პირადად (!!!!!!) საკუთარი ფულით მინისტრის მოადგილიდან დაწყებული ადგილობრივი სოფლის გამგებლით დამთავრებული.
ჯერ ერთი კოტეჯი დატბორა, წყალი დარჩა ღია თუ რაღაც და ეგრევე გამოუცვალეს, იძახდა, არაპრესტიჟულ უბანში ვარო, ჯერ წეროვანის უბნების პრესტიჟულობა რა ვთქვი მე და მერე მეორეც, ზუსტად იმავე ქუჩაზე რამდენიმე სახლის იქით ცხოვრობდა გამგებელია თუ რაცაა.
მაგის ქმარზე, სათბურები რომ გაკეთდა, ერთადერთი ადამიანი იყო ვისზეც ის გამგებელი თუ საკრებულოს თავმჯდომარე (აღარ მახსოვს ზუსტად პოსტი) მეპატრონეს ეხვეწა და სამსახურში მიაღებინა. 25 ლარი დღეში ჰქონდა ხელფასი.
ამავდროულად, იყო ბაღში დასაქმებული დარაჯად. აქაურმა წიკვინა ისტერიულმა იუზერებმა გახსნეს თემა და ამტკიცებდნენ, პირსისხლიანებმა სამსახურიდან გაუშვესო. ვეუბნებოდი, რომ ტყუილია, ამის გამო წეროვანში ჩავედი და თბილისში ბაღების მთავარ სამმართველოში მივედი და ჩემი თვალით ვნახე, რომ ეს კაცი ისევ გაფორმებული იყო და მუშაობდა. მიუხედავად შეპირებისა, ბოდიში რა თქმა უნდა რ მიმიღია იმ ისტერიული იუზერისგან.
ილანძღებოდა, იფურთხებოდა, რას არ აბრალებდა ხელისუფლების წარმომადგენლებს. მე მართლა დახმარება რომ მომინდა და შევწუხდი და ქვეყანა შევძარი და წეროვანშიც ჩავედი მაგის გამო, კინაღამ ინფარქტი დამმართეს აქ. აი ასე ესმის ზოგს ჰუმანიზმი. ოღონდ საკუთარი თავი კეთილშობილად წარმოაჩინონ, ისე გაგიმეტებენ, თვალსაც არ დაახამხამებენნ
მერე რომ დავამტკიცე, რომ ის კაცი არ გაუთავისუფლებიათ და ტყუილი იყო ის სტატიაც და ზოგადად ეს ინფორმაცია, ის კი იკადრეს და თქვეს, ახლა გადაიფიქრეს, შეეშინდათო

საბოლოო ჯამში, კარგად მოაჯდა ეს ქალი ფორუმელებს და ბოლოს წარმოიდგინეთ, სახლში საძინებელში მზე რომ შესდიოდა და უჭყიტინებდა დილით, იმიტომ რომ ფარდა არ ეკიდა ფანჯარაზე, ეგ ფარდებიც ფორუმელებს დააკიდებინა

პ.ს. ბავშვი მართლა ავად არის, პრობლემები ჰქონდა და ნამდვილად ცოდოა.
ეს ამბავი აქ ჩემზე კარგად არ მგონია ვინმემ იცოდეს და ეს არის სიმართლე

ხედავთ, კალაძემ ოპერაცია დაუფინანსა და ეს მაინც ლანძღავს.
პ.პ.ს. მანდ რომ ჩავედი მეორედ, სახლში არ დამხვდნენ, მაგის კოტეჯის წინ მართლა გაჭირვებული მრავალშვილიანი ოჯახი ცხოვრობდა, არც წიოკობდნენ და არც სხვებს ლანძღავდნენ, სააღდგომოდ ჩატანილი პასკები და ტკბილეული მათ დავუტოვე და წამოვედი
ბიძინა ასეთი უბრალო ხალხიდან არის გამოსული, ამიტომ მას უფრო კარგად ესმის მათი (C) miss-marple
დიახ, ათასობით ნაბიჯს დასავლეთისკენ ვერაფერი გადაწონის (C) შავლეგა