"ორი ქვეყნის ხალხთა ერთობა" - ამ სახელწოდებით აქვეყნებს თურქული გამოცემა სტატიას. სტატიაში საუბარია ,თურქეთ-საქართველოს სტრატეგიულ ურთიერთობებზე და ორი ქვეყნის ხალხთა ერთობაზე. ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის '' აჭარაის სიის პირველმა ნომერმა ლევან ვარშალომიძემ ყურადღება გაამახვილა საქართველო - თურქეთის სავაჭრო ბრუნვაზე, რომელიც ერთ მილიარდ დოლარს შეადგენს, ასევე აღნიშნა, რომ აჭარის მთავრობაში მოსვლის შემთხვევაში განსაკუთრებულ ყურადღებას ბათუმიდან თურქეთში ვაჭრობის განვითარებას და ზრდას შეუწყობს ხელს. ,,აჭარა ონლაინი '' გთავაზობთ სრულად სტატიას: "ორი ქვეყნის ხალხთა ერთობა" ლევან ვარშალომიძე 2005-2012 წლებში იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე. იგი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში იღებს მონაწილეობას და კვლავ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტისთვის ემზადება. ვარშალომიძე სტამბოლში "კონსალტინგი"ს კომპანიას ფლობს და იქ ხშირად იმყოფება. ის აღნიშნავს, რომ აჭარის დედაქალაქ ბათუმში სარფის საბაჟო გამშვები პუნქტიდან ყოველდღიურად 20 ათასი ადამიანი სტუმრობს აჭარას,ხოლო ზაფხულში ეს ციფრი ორმაგდება, რადგან თურქი ხალხი ბათუმში თავს გრძნობს,ისევე როგორც საკუთარ სახლში. როგორც შავიზღვისპირელი აღვნიშნავ, ქართველი და თურქი ხალხი არის, ერთი ხალხი ორ სახელმწიფოში. პირადობის მოწმობებით მიმოსვლა ვარშალომიძე ახლო წარსულში უკრაინის პრემიერ მინისტრის არსენი იაცენიუკის მრჩეველი იყო. სტამბოლში არსებული ფირმის ოფისში შეხვედრისას ვარშალომიძემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ თურქეთის მოქალაქეები სარფის საბაჟოდან ბათუში, ხოლო ქართველები ართვინის ოლქში პასპორტების გარეშე, პირადობის მოწმობებით გადაადგილდებიან. ”პასპორტის გარეშე და საბაჟო კონტროლის გარეშე მიმოსვლა არის საუკეთესო მაგალითი იმისა თუ როგორი უნდა იყოს მეზობლური ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის”. მზადება ხელისუფლებაში დასაბრუნებლად ვარშალომიძე აღნიშნავს რომ თურქეთი არის სტრატეგიული პარტნიორი და იქვე დასძენს, რომ ”აჭარაში 2008-2012 წლებში რა ინვესტიციები და წარმატებული პროექტებიც გაკეთდა მათი უმრავლესობა თურქეთის მთავრობის მხარდაჭრით განხორციელდა, ხოლო 2012 წლის შემდეგ რაც აჭარის მთავრობაში "ქართული ოცნება" მოვიდა ( აჭარაში მმართველი პარტია) ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ყველა ინვეტიცია და პროექტი შეჩერდა საქართველოში, განსაკუთრებით კი აჭარაში. ახალი არაფერი გაკეთებულა. "ოქტომბერში როცა მთავრობაში დავბრუნდებით, ყველა პროექტს განვაახლებთ” აღნიშნავს ის". სავაჭრო ბრუნვა ერთი მილიარდი დოლარი ლევან ვარშალომიძემ ყურადღება გაამახვილა საქართველო - თურქეთის სავაჭრო ბრუნვაზე, რომელიც ერთ მილიარდ დოლარს შეადგენს, ასევე აღნიშნა, რომ აჭარის მთავრობაში მოსვლის შემთხვევაში განსაკუთრებულ ყურადღებას ბათუმიდან თურქეთში ვაჭრობის ზრდას და მის განვითარებას შეუწყობს ხელს. ”თურქეთთან ჩვენი ეკონომიკური პარტნიორობა სხვადასხვა სექტორებში უფრო მზარდი გახდება და განვითარდება''
http://ajaraonline.ge/?newsid=682

ეს ხო არ აკაჩავებს ამის დდშვც