"რუსეთი, საქართველო და დასავლეთი", ფარგლებში მიწვეულები იყვნენ როგორც საზოგადოების წარმომადგენლები და პოლიტიკური მოღვაწეები, ასევე საერთაშორისო დონის ექსპერტები და ახალგაზრდა პოლიტიკოსები რუსეთიდან და შეერთებული შტატებიდან.
ორგანიზაციის ოფისში გამართული შეხვედრა სამ საათს გაგრძელდა. მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა კითხვების დაუსვეს რუსეთის სახელმწიფო დუმის, ახალგაზრდული პარლამენტის, კომისიის თავმჯდომარეს საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ელენე ერეკინას და ამერიკელ პოლიტოლოგ ვიქტორ ოლევიჩს.
რუსეთის წარმომადგენლების მიმართ ვან ბაიბურთმა და პეტრე მამრაძემ რეგიონალურ კონფლიქტებზე, უფრო კონკერულად კი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისაუბრეს.
მრავალმხრივი შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებს. თავის მხრივ სტუმრებმა პარალელები გაავლეს სხვადასხვა რეგიონთან და აღნიშნეს რომ ამ ტიპის კონფლიქტების მოგვარება გრძელვადიანი პროცესია. ღონისძიების დასასრულს ,,ერეკლე მეორის საზოგადოების,, ხელმძღვანელმა არჩილ ჭყოიძემ იმედი გამოთქვა, რომ ტიპის მსგავსი შეხვედრებით მხარეები საერთო ენის უფრო მეტად გამონახავენ.
http://accent.com.ge/ge/news/details/22113