ქუთაისის მერის განცხადებით, "მაკდონალდსთან" ერთად ეკლესია და სასტუმროც აშენდება
ქუთაისის ცენტრალურ უბანში, სწრაფი კვების ობიექტის გარდა, სასტუმრო და ეკლესიაც აშენდება. ამის შესახებ ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მოლაპარაკება ჰქონდა ბიზნესმენ თემურ ჭყონიასთან და "მაკდონალდსის" შემდეგ კომპანია ქალაქში, სასტუმროს მშენებლობას დაიწყებს. მურღულიამ აქვე ისაუბრა აღნიშნულ ტერიტორიაზე ეკლესიის მშენებლობის საკითხზე და განაცხადა, რომ ამ თემაზე შეხვედრა ჰქონდა სასულიერო პირებთან.
"მე თემურ ჭყონიასთნ მქონდა საუბარი და ის ადასტურებს, რომ მომდევნო ეტაპი არის სასტუმრო. ეკლესიასთან დაკავშირებითაც მქონდა მამაოებთან შეხვედრა. ესეც გადავეცი ცენტრალურ ხელისუფლებას და იმ ადგილზე სადაც ადრე რესტორანი ,,თოლია“ იყო ჩვენ ვშუამდგომლობთ, რომ იქ ეკლესიაც გაკეთდეს",- განაცხადა შოთა მურღულიამ.
შეგახსენებთ, რომ სწრაფი კვების ობიექტის მშენებლობის მოწინააღმდგეთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში ,,მაკდონალდსის“ ნაცვლად ეკლესია უნდა აშენდეს.
http://m.ipress.ge/new/57953-qutaisis-meri...umroc-ashendeba