
ანუ, ეს მართლა აქსიომაა - წარსულზე დამბაჩით სროლა ნიშნავს ესროლო მომავალს ზარბაზნით!
...ნუ დავიწყებთ იმაზე კამათს - აი ქელეხიო, ღრეობა-სუფრაო, მტლაშა-მტლუშიო, კისერში ყანწის ჩაცლაო და ა.შ.... ეს ნაგავი ტრადიციებად მოინათლა ზუსტად ნამდვილი ტრადიციების უარჰყოფით საბჭოეთის პერიოდში, რომლის მიზანი იყო ახალი ადამიანის გამოყვანა!
... გარდა ჩვენი კავკასიური ანტროპოლოგიური მოცემულობისა, ქართული ტრადიციები ფორმირდებოდნენ ამ ქვეყნის ქრისტიანული წარსულიდან და ისტორიული ქარტეხილებიდან გამომდინარე, რამაც საბოლოოდ შექმნა ქართული ტრადიციული ფენოტიპი.
ანუ როგორც ამბობენ - ტრადიციულად ჭირშიც და ლხინშიც თანაზიარი, რაინდი სულით და
როგორც მერაბ მამარდაშვილი იტყოდა...კაცი(ქალი) რომელსაც მაშინაც კი შეუძლია ბედნიერება, როცა ამისთვის არანაირი საფუძველი არ გააჩნია!...გვახსოვს ალბათ საბჭოთა პერიოდი, როცა ხშირად "ნიშნობა", "ქორწილი", "ქელეხი" თუ "ნათლობა" არანაირ ტრადიციებში არ ეწერებოდა და ოჯახური კლანების რაღაც კომიკურ ბიზნესს განასახიერებდა...და ეს ასე იყო იმიტომ, რომ ნამდვილი ბიზნესთვის დაშვებული და თავისუფალი გარემო არ არსებობდა!...
...დაჟე არსებობდა უვარგისი და უჯიგრო ინჟინერი ძიის ფენომენი....რომელიც თუ ახლადშეძენილ ძმიშვილს 100 მაენთიანზე ნაკლებს ამოუდებდა აკვანში, ეგრევე მძახალი ბავშვს ბიძის დასანახად აღვიძებდა და უმღეროდა -
ექლა პაპა მოვაა, პაპამ ბევლი ოქლოს ფულები უნდა მოგიტანოცო?! 
...
...დღევანდელმა პრადვინუტობამ მართალია ძველი ტრადიციები დაგმო, მაგრამ ახალი კომიკური ტრენდები დაამკვიდრა ...
ფაცეზე რო დადებენ ახლად შეძენილ ჩვილის სურათს, თუ ამას 100-ჯერ მაინც არ დაულაიქე, უკვე ბოღმა და ჩარჩენილი ხარ!.... რამდენი ვიღაცამ ფანჩარი მოუშვა სახეზე და დედიკოს დუნდულებით გამთბარ უნიტაზზე მუზა მოუვიდა, იმდენი ყველა ჰემინგუეი და ჯეიმს ჯოისი გახდა!...რამდენ ქართველმა 7 იანვარს მართმადიდებლური შობა აღნიშნა, იმდენი ყილიაუნის გიგი-ღლექტორმა ეს დღესასწაული ოკუპანტების მხარდაჭერად მოუნათლა!...უფრო მეტიც, ყოფილმ განამთხლების მინისტრმა ნოდიამ და მაჩვმა დეპუტატმა დარჩიაშვილმა... კონსტანტინე გამსახურდიას, გრიგოლ რობაქიძის თუ ნოდარ დუმბაძის შემოქმედება მაკულატურად გამოაცხადეს *** მოკლედ, მაგალითები უამრავია... როცა ძველი სიმახინჯის უარყოფის სახელით, უმეცრება და უარესი სიმახინჯე მკვიდრდება ტრენდად. ამიტომ გთავაზობთ გავერკვეთ რა არის ტრადიცია და რა მიზანს ემსახურება:
როგორ ფიქრობთ ნამდვილი ტრადიცია(და არა უბრალოდ ადათი), როგორც კულტურის ნაწილი, შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს პროგრესს და თავისუფლებას?!... იქნებ რეალური ტრადიციის დანიშნულება ზუსტად იმაში მდგომარეობდეს, რომ გამოხატვის თავისუფლებამ შეინარჩუნოს სახე და არ მიიღოს ის ფორმა, რაც თავად თავისუფლებას მიუღებლად აქცევს და ბილწავს?!...ხო გამიგეთ რას ვამბობ, მოდერნი?! - კი ბატონო, მაგრმ მოიხდინე და გიხდებოდეს თუ ასე გინდა, წარმოიდგინეთ
ფილმ -"ცხრანახევარში..მიკი "რურკის როლს გვადი ლადარია რომ ასრულებდეს ან ჯგერენაია, ხოლო კიმ ბესინჯერის როლს თეა თუთბერიძე ან ყვერისო კილაძე?!:facepalm:
...ნამდვილი ტრადიცია ხომ არავის უკრძალავს ინტიმს და მოსაქმებას?!...ის უბრალოდ მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანებმა მოისაქმონ და ინტიმურ გრძნობებს მიეცნენ ისე, როგორც ამას მოსაქმების და ინტიმის კულტურა მოითხოვს...ანუ სუნი არ დააყენონ და საკუთარი ან სხვისი ინტიმის გამოფენით სხვებს გული არ აურიონ ?!
მიუხედავად ზემოთთქმულისა, ნამდვილად არ ვარ მომხრე არატრადიციულთა მიმართ "ჯადოქრებზე ნადირობის" გამოცხადების, ყველას სჭირდება თავისი საარსებო სივრცე და ეს ბუნებრივიცაა, მაგრამ პრობლემები იწყება მაშინ, როცა ერთი "სივრცე" ცილობს გაფართოვებას და თავის დამკვიდრებას, მეზობელი "სივრცის" დაკნინებისა და შეურაცჰყოფის ხარჯზე...კულტურა მოცემულობა არ არის, ის ტრადიციის დამკვიდრებისა და განახლების მუდნივი ევოლუციური პროცესია, ოღონდ არამც და არამც შემოგდებული პროექტი მაიმუნებისთვის...აიფონით სელფებს რო იღებენ და თავი სტივ ჯობსად რომ წარმოუდგენიათ...ენდე თუ არა
...ავინც ოხუნჯობას დააპირებთ, ტყუილად დაწერთ - "ეროვნებას და მართმადიდებლობას გვართმევეეეეენ"-ებს, რადგან ვისაც არ უნდა, იმას ჩემ ყ-ს წაართმევენ, ვისაც არაა აქვს კიდე. იმას მით უმეტეს!
This post has been edited by Stalker2005 on 16 Sep 2016, 16:49