ჰეროკრატიის გმირის ამბავი იცით უკვე, ეხლა ესეც წაიკითხეთ და თქვით, გჯერათ რომ ეს ყველაფერი მართლა ხდებოდა?
ძირითადად მიშისტებს ეხება, თორე მე უამრავი ასეთი მაგალითი ვიცი.
მიხეილ ცილიკიშვილი:
_ ორგანიზაცია „მთავარანგელოზ მიქაელის მხედრობის” ხელმძღვანელი ვიყავი და 2011 წლის მაისში, ჩემი ორგანიზაციით შევედი ეროვნულ-სარწმუნოებრივ მოძრაობაში. 24 მაისს მეგობრებთან ერთად ყინწვისში წავედი მოსალოცად, სადაც ჩემი მოძღვრის, მამა იაკობის სტიქაროსანი დამხვდა. ის დღე და მეორე დღეც ლოცვაში გავატარეთ. 25 მაისს, საღამოს, საკლავი დავკალით და ვიქეიფეთ. მერე ტაძარში ავედით ღამის გასათევად. ის იყო, ყინწვისიდან თბილისში წამოსვლას ვაპირებდით, რომ სპეცრაზმელები დაგვეცნენ თავს შეძახილებით: დაწექით, თქვე გრუ-ს აგენტებო, თქვე ფეესბეშნიკებოო _ გვიყვიროდნენ მე და ჩემს მეგობრებს, რომლებიც 1991 წლიდან 2008 წლის ჩათვლით რუსებს ვეომებოდით.
ყოფილი პოლიციელი ვარ, ჩემი ბევრი მეგობარი კუდ-ის სპეცდანიშნულების რაზმის წევრი იყო და ამ რაზმის ხელმძღვანელად დანიშვნას მეც დღე-დღეზე ველოდებოდი, მაგრამ რადგან ყინწვისში წავედი უცებ გავხდი მოღალატე. მანქანაში რომ შემაგდეს,ორმა სპეცრაზმელმა მიცნო, მიშა არ ხარო? – მკითხეს. თუმცა ამას უკვე მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, როგორც 9 წლის განმავლობაში ხდებოდა, დაჭერის დღიდან მთელი სისტემა გიპირისპირდებოდა და სამართალს ვერსად პოულობდი. მოსამართლე არევაძემ ორთვიანი მოგვისაჯა. აი მაგ მოსამართლის ფოტოც აქ მიდევს.
_ იმ ხალხზე მოგვიყევით, ვისი ფოტოებიც ახლა გამოაქვეყნეთ…
_ სასამართლოს წინა დღეს შემოვიდა ციხეში ჩემს სანახავად პროკურორი ხიზანაიძე. ჩემი მეუღლე ადვოკატია და იქ იყო. ხიზანაიძემ მითხრა, შენთან სალაპარაკო მაქვს და ერთი ერთზე მინდა გელაპარაკოო. არ მომასვენა სანამ ადვოკატ მეუღლეს არ ვუთხარი, მარტო დამტოვე ამასთან მეთქი. მთელი 4-5 საათი „მაკაჩავა” რომ დამეწერა რაც უნდოდა. როცა მივხვდი, რომ არ მომეშვებოდა ვუთხარი, კარგი, ეგრე ვიტყვი ხვალ სასამართლოზე მეთქი. ამის შემდეგ შემეშვა და წამიყვანეს საკანში. მეორე დღეს იყო სასამართლო, მისვლისთანავე გავაკეთე განცხადება, რომ არასდროს არავისთვის იარაღი არ გადამიცია ცხოვრების მანძილზე. .იმაზე ყარა ცოფები, რომ არ ვთქვი ის, რაც არ იყო სიმართლე და არც გამიკეთებია. სასამართლო დარბაზში მოაწყო ისტერიკა, მაგიდაზე აბრახუნა ხელები და ფეხები. მე გამიყვანეს მაგ დროს და მოსამართლე დალი მეტრეველმა ის გადაწყვეტილება მიიღო, რაც მაგას აწყობდა. .
_ დღეს აქტუალური გახდა ძველი მწამებლების თემა. დიდ ნაწილს პასუხი არ უგია არაფერზე და ასე შეიძლება?
_ მაგას არ ვამბობ? მე ეს ამბები დიდი ხნის წინ ავტეხე, მაგრამ ვინააა მომსმენი?! ზოგი დაწინაურებულიც ჰყავთ, ზოგი კი თბილ ადგილზეა მომჯდარი დაწინაურების მოლოდინში.
_ ციხიდან გამოსვლის შემდეგ ამ ადამიანებს არსად შეხვედრიხართ?
_ არ მიძებნია ისინი, სულ მოლოდინში უნდა იყვნენ როდის მივადგები. შემთხვევით რომ გადავეყარო სადმე არც ეგ მინდა, რადგან ალბათ ისევ უკან შევალ, ციხეში. მირჩევნია სამართლებრივად აგონ პასუხი, თორემ აქამდე მოვძებნიდი. წამებაც გადავიტანე, არაადამიანური მოპყრობაც, ერთხელ სიმწრისგან ბორკილებიც კი გავწყვიტე, მაგრამ ყველაზე საშინელ დღეში მაშინ ვიყავი, ჩემს 17 წლის თეოს რომ მიხსენებდნენ. ახლაც ავკანკალდი ეგ რომ გამახსენდა.
This post has been edited by m e r a on 18 Sep 2016, 18:56
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)