დღეს გადავწყვიტე გიამბოთ იმ ერთადერთ ავარიულ შემთხვევაზე,რომელიც ჩემი მძღოლობის მანძილე გადამხდენია.
მწვანე კონცხზე ვინც ხართ ერთხელ მაინც ნამყოფი,მოგეხსენებათ როგორი საშინელი და დაკლაკნილი გზებია,მაგრამ სადგომი სადაცაა იქ უარესი სიტუაციაა,უამრავი მანქანა და მარშუტკა,რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით მოძრაობენ 10 მეტრიან მოედანზე.
თვითონ მაგ მოედანზე რომ ჩახვიდე,ძაან რთულია. ცალი ხაზი,რომლითაც შედიხარ გაუქმებულია,მარშუტკები დგანან.
ხოდა მივედით მანდ ჩასასვლელთან,არის ძალიან დიდი საცობი,უკნიდან მანქანები ასიგნალებენ,იქედან მარშუტკას უნდა გამოსვლა.
და არის ძალიან,ძალიან პატარა გასაძრომი,სადაც ვერ გავძვრებოდი,თუ გვერდით მდგომი ტაქსი არ გაიწეოდა.
მოკლედ ვუცადეთ,ვუსიგნალეთ,ტელეფონზე საუბრობდა და დაგვიკიდა.
უკან კიდევ კლოუნი და პროვოკატორი ადამიანი მეჯდა,გვერდით ფსიხუშკა დაქალი და აიჩემეს,შენ თუ მაგარი მძღოლი ხარ მანდ უნდა გაძვრეო
ვერა-მეთქი,კიო ;დდდ
ჰოდა რომ ვცადე გაძრომა,ბოლომდე ვეღარ გავეტიე და ოდნავ გავადე მანქანის ბოლო

ეს იყო სულ
გეგონება მანქანის მართვა არ ვიცოდე რა
მორალი: როცა საჭესთან ზიხარ,სხვას არ უნდა უსმინო