მარიხუანას გაყიდვა აფთიაქებში უნდა ხდებოდეს- პაატა ბურჭულაძე
11:57 2016-09-17
ბლოკ „პაატა ბურჭულაძე- სახელმწიფო ხალხისათვის“ ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ ”PalitraNews”-ის გადაცემა ”ჩემი კითხვა”-ში ნარკოპოლიტიკაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მარიხუანას გაყიდვა აფთიაქებში, ექიმის რეცეპტით უნდა ხდებოდეს:
„მარიხუანას გაყიდვა უნდა ხდებოდეს არა გადამყიდველების მხრიდან, არამედ უნდა ხდებოდეს აფთიაქებში, ექიმი უნდა წერდეს რეცეპტს. ამით ჩვენ აღმოფხვრით ძალიან დიდ კონტრაბანდას და პირიქით, ამას გავხდით ძალიან ნორმალურს. არ შეიძლება, ხანდახან არ გაიზიარო ის, რაც ევროპის სხვადასხვა ქვეყნებშია. ზუსტად ასეთი პირობებია ნიდერლანდებში, ზუსტად ასეა ავსტრიაში და მე მას ვემხრობი. საერთოდ, ნარკომანს არ უნდა ეშინოდეს იმის, რომ მას დაიჭერენ და მალავდეს, რომ ის არის ნარკომანი. როცა ადამიანი ხვდება, რომ ის არის ნარკომანი, შეუძლია მივიდეს ექიმთან და ექიმმა უნდა უმკურნალოს. ეს არის ერთადერთი გზა მათი გამოჯანმრთელების, რომ ის არ მალავდეს, მივიდეს ექიმთან და ექიმმა გამოუწეროს რეცეპტი. მგონი, ეს არის ძალიან ჰუმანური და თანამედროვე გზა”, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
http://www.newposts.ge/?l=G&id=119379-%E1%...%83%A5%E1%83%98მერამდენე პარტიაა მსუბუქ ნარკოტიგებზე ესეთ განცხადებას რომ აკეთებენ?