ჩვენი ცნობადობა UK ბაზარზე (და საერთოდ ევროპულ და ამერიკულ ბაზრებზე) ჯერ კიდევ ძალიან დაბალია. ქვევრის / ჭურის ღვინოს გააქვს კიდევ სახელი (ნატურალური მეღვინეების ღვინო გადის მაგ ბაზრებზე საკმაოდ მაღალფასიან ნიშებში), მაგრამ ეგ იმდენად მცირე რაოდენობებია რომ მაგდაგვარ სტატისტიკაში ვერ მოხვდება ვერასოდეს (მეორეც არის, ქვევრის ღვინოს დიდი რაოდენობით ვერ აწარმოებ ისე რომ ხარისხი საზიზღრად არ დაგივარდეს, ანუ რაოდენობის მხრივ თუ მიუდგები საქმე თავიდანვე განწირულია მარცხისთვის). ხოლო რაც შეეხება კონვენციონალურ, ინდუსტრიულ ღვინოს, მისი ხარისხი ჯერ კიდევ საკმაოდ ჩამორჩება ევროპულ ან ახალი სამყაროს (ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა, აშშ, ავსტრალია, ჩილე, არგენტინა და ა.შ.) საშუალო ანალოგებს და ცნობადობის ფაქტორსაც თU დავუმატებთ (უფრო სწორად ცნობადობის არ ქონას ამ ბაზრებზე) გასაგები გახდება რომ ბევრი წყალი ჩაივლის სანამ ამდაგვარ სტატისტიკაში ჩვენი ქვეყნის აღმნიშვნელი პატარა ბურთი მაინც გამოჩნდება. ასეთი სამწუხარო სურათია.

ისე შეიძლება უფრო სწრაფადაც, მაგრამ ამას სახელმწიფოს სხვაგვარი, ჭკვიანური და გრძელვადიანად, სტაბილურად განხორციელებული კომპლექსური მოქმედება უნდა და არა ისე ახლა (და აქამდეც ყველა მთავრობის დროს) რომ პოლიტიკურ პრობლემას იშორებენ უბრალოდ და უაზროდ ასუფსიდირებენ და ისიც მხოლოდ შერჩევით რეგიონებს.