გადავხედე ფორუმს,
ღვარძლს, ბოღმას, დეზლს მიაქვს აქაურობა.
იყოს ეს ერთი თემა, ვისაც მოუნდება ბოღმისაგან დაცლა, ბრაზინი პოსტების დადება, ლანძღვა-გინება, შემოვიდეს აქ. დაიცალოს უარყოფითI ენერგიისაგან, სამაგიეროდ, თემებში იქნება დაწყნარებული, დამშვიდებული.
ვერც ერთ თემაში ვეღარ ვპოსტავ.
ცოტა განსხვავებული პოსტი და
მიდის ლანძვა,
დაქალოჩკებისა და საბუტელნიკების თემაში შემოვარდნები, იწყება ჯგუფური გადავლები.
სიამაყის სმაილიკების შემოღება გახდება საჭირო);
თუ რომლიმე მოდერს მაუსი წაუცდა ამ თემის დაკეტვისათვის, იხ. ქვემოთ .
ქვას ხეთქავს ისეთია:
Copyright -spliyvi
შენ რადგან უსამართლოდ მომექეცი და მაწყენინე უფალს უზენაეს ღმერთს შევთხოვ რომ ისეთ დღეში ჩაგაგდოს სიკვდილი გენატრებოდეს და სიკვდილი გაგირბოდეს, წყეული და შეჩვენებული იყავი გწყევლი უფლის მიერ კაცისადმი მინიჭებული ძალაუფლებით, სისხლად გექცეს საკვები და დღე ღამედ, საკუთარი გვარის უბედურობის ხილვით გამწარებული ითხრიდე თვალებს რომ ვეღარ დაინახო შენი შთამომავლების სიმწარე, სიშლეგის სული მოგივლინოს უფალმა და ბილწ დემონთა ბუდედ იქცეს შენი გვამი, ხორცი გილპებოდეს ზეზეურად და საკუთარი გვამის სიმყრალე გახრჩობდეს, დაწვებოდე ძილი არ გეკიდებოდეს, ფეხზე მდგარი თვლემდე, შენს ცოლთან უცხო წვებოდეს შენს თვალწინ და უძლური იყო აღკვეთო შენი სირცხვილი, ავაზაკთა თავშესაფრად იქცეს შენი სახლი და შენი ქონება მეძავთა გასაფლანგად, წყურვილი გკლავდეს და შარდი გენატრებოდეს დასარწყულებლად, შიგნეულობა გაგიმწარდეს და ძვლები გექცეს ნაცრად, ტკივილი და ტანჯვა იყოს შენი მეგზური შენს დღეთა ბოლომდე, უზენაეს ღმერთს შევთხოვ მოგაწიოს ყველა წყევლა და შეჩვენება რომლითაც შენს მიერ ჩადენილი უსამართლობის გამო ნაწყენმა დაგწყევლე, ანგელოზთა დასი რომ დაგიდგეს შუამდგომლად და მთავარანგელოზებმა მთხოვონ შენი დახსნა ჩემი წყევლის სიტყვებიდან უკან არ წავიღებ, უზენაეს ღმერთთან გიჩივი შენი გულქვაობის გამო და მოვითხოვ მისგან სამაგიერო მოგიზღას ვიდრე ათასგზის არ შემთხოვ ნაცარში მონანული სიტყვებით მაპატიე.
This post has been edited by MASU on 17 Sep 2016, 22:28