#48425678 · 24 Jul 2016, 15:38 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ყველაზე დიდი რაოდენობით სასათბურე პირობებში ჰიდროპონიკით მოჰყავთ. საშუაოოდ 30 დღე უნდა დათესვიდან აღებამდე. ებრაელებს აქვთ ეგ თემა ისე აწყობილი ჰექტრობით სათბურები აქვთ, წყალში, რომელსაც იყენებენ თევზი ყავთ გაშვებული, რაც სასუქის გამოყენებას ამცირებს. გააჩნია რა მასშტაბის მეურნეობის გაკეთებას აპირებ. პატარა სათბურს თუ აპირებ გააკეთე ამაღლებული კვლები, მულჩი, წვეთოვანი და მიიღებ შედეგს. ჯიშები უნდა შეარჩიო სწორად. ის ჯიშები უნდა დათესო, რომელსაც რესტორნები და კაფეები მოიხმარენ. გასაღების პრობლემა არ უნდა იყოს ჩემი აზრით, მოთხოვნადი პროდუქტია.
|