ვიპოვე
მედროვეებთა გუნდი, და თვალში ნაცართა ყარია,
კმაყოფილთა და მაძღართა, ჯერ, ’’ უძლეველი არმია’’,
ნაც-მოძრაობის კუკუშკის, ჭამა-სმის მძევალ მგზავრია,
ტრასა-ლიანდაგ გებულზე, ბელადის ტვირთის მტარია,
უმწეოების ლაშქართა, ლუკმა-პურისა პარია,
კონსტიტუციის სახელით, კრიმინალ-ცოდვა ტარია,
სტიქარონ-ფარისეველთა, ერის მოძულე ჯარია,
თუთბერიძეზე ამბობენ: ’’ჭეშმარიტების კარია’’,
ტალახსა სვრიან უწმინდესს, მათი სასრული ჩქარია.
გაძლება მოგვცეს ღმერთმა ჩვენ, მათ თავებს დროშის ტარია.